ტრიპიერი შესაძლოა “ვესთ ჰემში” გადავიდეს

კირან ტრიპიერმა შესაძლოა “ნიუკასლი” დატოვოს და “ვესთ ჰემს” შეუერთდეს, ამის შესახებ ინფორმაციას ცნობილი ბრიტანული გამოცემა The Telegraph-ი ავრცელებს.
წყაროს ცნობით, “ჩაქუჩებს” დაცვის ზონის გაძლიერება სურთ, თავის მხრივ, “კაჭკაჭებს” სერიოზული ფინანსური პრობლემები აქვთ და ტრიპიერის გაყიდვის წინააღმდეგი არ იქნებიან.
“ვესთ ჰემი” განაპირა მცველის პოზიციაზე აარონ ვან ბისაკას (მანჩესტერ იუნაიტედი) და კაილ უოლკერ პიტერსის (საუთჰემპტონი) დამატებასაც განიხილავენ.
ტრიპიერმა გასულ სეზონში “ნიუკასლის” მაისურით 28 მატჩი ჩაატარა და თავი 10 საგოლე პასით გამოიჩინა.