ძალიან ბევრი კითხვა არსებობს, რატომ ჩააბარეს კოდორის ხეობა? რატომ მოხდა, რომ ომამდე რამდენიმე თვით ადრე დაარქვეს ზემო აფხაზეთი?

ძალიან ბევრი კითხვა არსებობს, რატომ ჩააბარეს კოდორის ხეობა? რატომ მოხდა, რომ ომამდე რამდენიმე თვით ადრე დაარქვეს ზემო ?, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილმა ისაუბრა.
მან, „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით, დასმულ კითხვას უპასუხა, სადაც „ნაცმოძრაობის“ გასამართლებაზეა საუბარი. ს თქმით, ძალიან ბევრი კითხვა არსებობს მაშინდელი ხელისუფლების მიმართ და მათ შორის ეს კითხვები კოდორის ხეობის „ოკუპანტებისთვის ჩაბარებასაც“ უკავშირდება.
„როგორ მოხდა, რომ კოდორის ხეობა უბრძოლველად ჩააბარეს 5 დღეში ოკუპანტებს? ძალიან ბევრი კითხვა არსებობს, ძალიან ბევრი ბუნდოვანება არსებობს.
ჩვენ, მთელი ეს წლები იმ მიზნის მისაღწევად, რომ ჩვენ უნდა მოგვეგო ყველა პროცესში სასამართლოში, ამ თემაზე ღიად არ ვსაუბრობდით. რა თქმა უნდა, საზოგადოებაში ეს კითხვები ყოველთვის არსებობდა და ყოველთვის იარსებებს, რატომ ჩააბარეს კოდორის ხეობა? რატომ მოხდა, რომ რამდენიმე თვით ადრე დაარქვეს ზემო აფხაზეთი?“,-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე იმყოფებოდა, სადაც დაღუპული სამხედროების ხსოვნას პატივი მიაგო.

ასევე დაგაინტერესებთ