თაკო ჩარკვიანი – მოღალატეობრივია განცხადება, თურმე პატარა საქართველოა დამნაშავე იმაში, რომ რუსეთი თავს დაგვესხა – ვინ უნდა გაასამართლონ – 500 ათასი ადამიანი?

მოღალატეობრივია განცხადება იმის თაობაზე, რომ თურმე პატარა საქართველოა დამნაშავე იმაში, რომ რუსეთი შემოგვივარდა და თავს დაგვესხა – პირადად ჩემთვის ამ ტიპის განცხადებებია ღალატი! – ეს განცხადება მედიასთან პარლამენტის ოპოზიციონერმა წევრმა თაკო ჩარკვიანმა გააკეთა.
როგორც ჩარკვიანმა ამ კონტექსტში აღნიშნა, საერთაშორისო დოკუმენტებში წერია, რომ რუსეთის მსხვერპლია საქართველო.
„ვინ უნდა გაასამართლონ – 500 ათასი ადამიანი? პარტია რა არის? – პარტია არის იდეოლოგია და ამომრჩეველი. 500 ათასს კაცს ასამართლებენ?! წარმოუდგენელია ამ ხელისუფლებისგან 12 წლის თავზე ამაზე საუბარია – საუბარი იმ ხელისუფლები მხრიდან, რომელმაც ქვეყანა 40 წლით უკან დახია”, – განაცხადა თამარ ჩარკვიანმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ვოლოდიმირ ზელენსკი – ემანუელ მაკრონთან სატელეფონო საუბრისას შევთანხმდით უახლესი ფრანგული აღჭურვილობისა და რაკეტების მიწოდების დაჩქარებაზე – ვაფასებთ, რომ მზად არის, ხელის შეგვიწყოს სხვა პარტნიორებთან საუბარში, რომელთაც საჭირო რაკეტები აქვთ