სამართლებრივი ფორმა შეიძლება იყოს სხვადასხვა, მაგრამ მთავარია, რომ 2008 წლის დანაშაული, რომელიც ჩაიდინა სააკაშვილმა, „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმმა, იყოს ბოლომდე გამოძიებული

სამართლებრივი ფორმა შეიძლება იყოს სხვადასხვა, მაგრამ მთავარია, რომ 2008 წლის დანაშაული, რომელიც ჩაიდინა სააკაშვილმა, „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმმა, იყოს ბოლომდე გამოძიებული
სამართლებრივი ფორმა შეიძლება იყოს სხვადასხვა, მაგრამ მთავარი არის, რომ 2008 წლის დანაშაული, რომელიც ჩაიდინა სააკაშვილმა, „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმმა, იყოს ბოლომდე გამოძიებული, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მუხათგვერდში განაცხადა, სადაც 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.
მთავრობის მეთაურის თქმით, ამ ყველაფერზე საზოგადოება მიიღებს ინფორმაციას.
„სამართლებრივი ფორმა შეიძლება იყოს სხვადასხვა, ეს შეიძლება იყოს პროკურატურისადმი მიმართვა, შეიძლება იყოს საპარლამენტო საგამოძიებო კომისია, შეიძლება იყოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვა, შეიძლება ყველა ინსტრუმენტი იყოს გამოყენებული.
ამ ყველაფერზე საზოგადოება მიიღებს ინფორმაციას, მაგრამ მთავარი არის ის, რომ 2008 წლის დანაშაული, რომელიც ჩაიდინა სააკაშვილმა, „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმმა, იყოს ბოლომდე გამოძიებული“, – განაცხადა პრემიერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში

ევროკავშირიც, ბრიტანეთიც და აშშ-ის ყოფილი ადმინისტრაციაც დაინტერესებულები იყვნენ, ომი არ დასრულებულიყო. დღეს ვინ იღებს პასუხისმგებლობას, რომ მილიონამდე უკრაინელია დაღუპული. რომ არ ჩაშლილიყო სტამბულის შეთანხმება, ეს ყველაფერი ხომ არ მოხდებოდა