ისრაელმა „ჰამასის“ მაღალჩინოსნის ნაელ სახლის ლიკვიდაცია დაადასტურა

ისრაელის თავდაცვის არმიამ („ცაჰალმა“) უსაფრთხოების ძალებთან ერთად 24 ივლისს ღაზის სექტორში ჩატარებული ოპერაციის შედეგად „ჰამასის“ მაღალჩინოსანი ნაელ სახლი მოკლა. ინფორმაცია ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის არმიის ტელეგრამ არხზეა გამოქვეყნებული.
მისი ლიკვიდაციის დადასტურებას რამდენიმე დღე და სადაზვერვო ინფორმაციის მოპოვება დასჭირდა. როგორც ისრაელის თავდაცვის არმია იუწყება, სახლი იუდეასა და სამარიაში განხორციელებული ტერაქტების მომზადებაში მონაწილეობდა.
სახლი ათ წელზე მეტი „ჰამასის“ შტაბ-ბინაში მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე მუშაობდა. ის აგრეთვე ტერორისტული დაჯგუფებებისთვის იარაღის მიწოდებით იყო დაკავებული.

ასევე დაგაინტერესებთ

სასკოლო ფორმების ჩინეთიდან საქართველოში მოწოდება სამ ეტაპად მოხდება – ფორმების რეალიზაცია პირველი კლასის მოსწავლეებისთვის 1–14 სექტემბრის პერიოდში, ხოლო მეორე და მესამე ეტაპებზე – ოქტომბრიდან დეკემბრის ჩათვლით განხორციელდება

კალაძე – საქართველო მშვიდი ქვეყანაა, სტუმართმოყვარე ხალხი ვართ და ყველას – რუსს, ყაზახს, უკრაინელს, შვეიცარიელს, იტალიელს, ამერიკელს, შეუძლია ჩამოვიდეს, დახარჯოს ფული და ბიზნესსაქმიანობა აწარმოოს – არავინ შეზღუდული არაა