ქართული პრესის მიმოხილვა 08.08.2024

როგორ უნდა უზრუნველყოს საქართველომ საკუთარი უსაფრთხოება – შესაძლებელია თუ არა ეს ნატოში გაწევრიანების გარეშე
როგორ უნდა დაიბრუნოს საქართველომ ოკუპირებული ტერიტორიები – აგვისტოს ომიდან 16 წელი გავიდა
უკრაინის არმია კურსკის სიღრმეში წინ მიიწევს – უკვე გარღვეულია ს თავდაცვის მეორე ხაზი
* * *
როგორ უნდა უზრუნველყოს საქართველომ საკუთარი უსაფრთხოება – შესაძლებელია თუ არა ეს ნატოში გაწევრიანების გარეშე
“დღევანდელი გლობალური ცვლილებების ფონზე სულ უფრო აქტუალური ხდება, რა უნდა გააკეთოს საქართველომ, რომ საკუთარი უსაფრთხოება უზრუნველყოს და შესაძლებელია თუ არა ამის მიღწევა ნატოში გაწევრიანების გარეშე. ანალიტიკოსების ნაწილის აზრით, ხელისუფლებამ “გავლენების შესახებ” კანონი უნდა გაიწვიოს, 9 პირობა შეასრულოს და სამართლიანად ჩაატაროს. მეორე მხარის აზრით კი, “ოცნებამ” ფრთხილი და გათვლილი პოლიტიკა უნდა გააგრძელოს. ყოფილ სახელმწიფო მინისტრისა და კონფლიქტოლოგის პაატა ზაქარეიშვილის შეფასებით, “ქართული ოცნების” პირობებში ამ ყველაფერის შესრულება შეუძლებელია. როგორც მან აღნიშნა, პირველ რიგში, “რუსული კანონის” გატანაა საჭირო, რომელიც კლიტესავით დაედო და შიგნით საქართველო მოექცა. ანალიტიკოს გია აბაშიძის აზრით კი, ხელისუფლებას აქვს ძალიან ფრთხილი პოლიტიკა, რომელსაც შედეგი აუცილებლად ექნება და ეს პოზიცია უნდა შეინარჩუნოს”, – წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით როგორ უნდა უზრუნველყოს საქართველომ საკუთარი უსაფრთხოება – შესაძლებელია თუ არა ეს ნატოში გაწევრიანების გარეშე.
“ოცნებისგან” მე კარგს არაფერს ველოდები. პირველ რიგში, რაც მათ უნდა გააკეთონ არის ის, რომ “რუსული კანონი”გაიწვიონ, რომელიც ამერიკას, დასავლეთს, ევროკავშირს და მის წევრ ქვეყნებს მტრებად აღიარებს. შემდეგი ეტაპი 9 პირობის შესრულებაა, ასევე მნიშვნელოვანია არჩევნები სამართლიანად ჩაატარონ და ყველა დარწმუნდეს, რომ შედეგები არის ობიექტური და ალბათ ამის შემდეგ ევროკავშირი თავის პოზიციებს გადახედავს და ჩვენთან მოლაპარაკებების პროცესს დაიწყებს. ამ ნაბიჯების გადადგმას “ოცნება” არ აპირებს, თუ “გავლენების შესახებ”” კანონი იქნება წინ ვერაფერი წავა. ეს კანონი არის კლიტე, რომელმაც საქართველო შიგნიდან ჩაკეტა, ამიტომ საიდანაც არ უნდა დავიწყოთ ლაპარაკი, თუ რა უნდა გააკეთოს საქართველომ, პირველ რიგში ეს არის გამოსატანი, დანარჩენი მერე. ნატო და ევროკავშირი ჩვენი უსაფრთხოების გარანტიას წარმოადგენენ, ამიტომ ნატოში გაწევრიანების გარეშე შეუძლებელია ეს მოხდეს”, – აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პაატა ზაქარეიშვილი.
“მე ეჭვი მეპარება ნატოში გაწევრიანების გარეშე საქართველომ საკუთარი უსაფრთხოება უზრუნველყოს, ამის გარეშე ჩვენთან რუსეთის გავლენების გაძლიერებას ნიშნავს. ამიტომ ჩაიწერა კონსტიტუციაში ნატო და ევროკავშირი, რომ უსაფრთხოების ერთადერთი გარანტი საქართველოს იქ ყოფნაა. ასეთი გაუგონარი ღალატი ქვეყნის წინაშე, რასაც ხელისუფლება აკეთებს და ხელს უშლის, რომ საქართველო ევროკავშირში გაწევრიანდეს, მე არ გამიგია. ეს ორივე (ნატო და ევროკავშირი) ჩვენთვის დამცავი მექანიზმია, რათა მთავრობამ ნებისმიერ სიტუაციაში ქვეყნის ინტერესების დაცვა შეძლოს”, – დაასკვნის პაატა ზაქარეიშვილი. გია აბაშიძე კი ამბობს, რომ ცილისწამების მიუხედავად, რომ თითქოს ხელისუფლებამ ნატოს გადაუხვია, ეს სიცრუეა და მათი კარი ჩვენთვის ყოველთვის ღიაა. მისივე თქმით, საქართველოს მრავალვექტორული პოლიტიკური გეზი აქვს აღებული ყველასთან, გარდა რუსეთისა. თუმცა, ის იმასაც ამბობს, რომ აგრესორ რუსეთთან ომში ჩაბმა დაუშვებელია, რადგან ეს ქვეყნის ჩამოშლას გამოიწვევს”, – აღნიშნავს გამოცემა.
“რასაკვირველია, “ქართულმა ოცნებამ” უნდა გააგრძელოს საგარეო ურთიერთობაში ის ძალიან ფრთხილი პოლიტიკა, რასაც ჰქვია ბალანსი, მრავალვექტორულობა და საკუთარი ქვეყნის ინტერესების დაცვა. რა თქმა უნდა, მეგობარი არის ყველა, ვინც საქართველოს სახელმწიფოს სუვერენიტეტს აღიარებს და ჩვენს ინტერესებს ითვალისწინებს, გარდა რუსეთისა. ამ ადიდებულ ზღვაში, რისი მოწმენიც მთელი კაცობრიობაა, საქართველო უნიკალური მშვიდობის კუნძულია ფართო რეგიონში და ეს ზუსტად ამ მშვიდობიანი და უკიდურესი ფრთხილი პოლიტიკის შედეგია. ამას კი, განვითარება და პერსპექტივები მოაქვს, არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ ფართო რეგიონისთვის და რასაკვირველია, ევროკავშირის წევრი ქვეყნებისთვის. რაც შეეხება ნატოში გაწევრიანებას, აქ პრაგმატული მიდგომა არის ის, რომ მოქმედ ხელისუფლებას არსად არ გადაუხვევია იმის მიუხედავად, რომ ძალიან ბინძური, ცილისწამებლური და დეზინფორმაციული კამპანია არსებობს, რომ თითქოს საქართველო არ ისწრაფვის ნატოსკენ”, – ამტკიცებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გია აბაშიძე.
“ნატოს კარი საქართველოსთვის დიდი ხანია ღიაა და სულ მახსენდება ედუარდ შევარდნაძის სიტყვები, რომ ამ ღია კარში ორპირი ქარია და არ უნდა გააწბილონ ერთგული მოკავშირე, საქართველო ცრუ დაპირებებით ნატოში გაწევრიანებისა და ა.შ. თუმცა ჩვენ ასეთი ცრუ დაპირებები გვესმის ომით გავერანებული უკრაინის შემთხვევაში. რა თქმა უნდა, არავითარ შემთხვევაში ნატოზე უარი არ უნდა ითქვას, მაგრამ სხვა ალტერნატივებია გასათვალისწინებელი იმიტომ, რომ ნებისმიერი ქვეყნის პასუხისმგებლიანი ხელისუფლება საკუთარი უსაფრთხოების დაცვასა და ინტერესების შენარჩუნებაზე ფიქრობს, რაც გულისხმობს მრავალვექტორულ ურთიერთობას ნებისმიერ რეალურ პარტნიორთან, გარდა რუსეთისა. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ აგრესორთან დაპირისპირება უნდა მოხდეს და ხელახალი ომი გაჩაღდეს, რომელიც აუცილებლად ჩვენი სახელმწიფოს ჩამოშლას გამოიწვევს. ძალიან ხანგრძლივი მოთმინებით ხდება სანუკვარი მშვიდობიანი შედეგის მიღწევა. საქართველო ამას მიჰყვება – ერთი მხრივ რუსეთი არ გავაღიზიანოთ, ეს გასაგებია, მაგრამ მეორე მხრივ, არანაირი დიპლომატიური კავშირი იმ ქვეყანასთან, რომელსაც ოკუპირებულ ტერიტორებზე დამატებითი ფსევდოსაელჩოები აქვს”, – დასძენს გია აბაშიძე.
როგორ უნდა დაიბრუნოს საქართველომ ოკუპირებული ტერიტორიები – აგვისტოს ომიდან 16 წელი გავიდა
“აგვისტოს ომიდან 16 წელი გავიდა, რომელსაც ბევრი ჩვენი თანამოქალაქე შეეწირა. რუსეთს საქართველოს ტერიტორიები ისევ ოკუპირებული აქვს და ჩვენი რეგიონების ოკუპაციასა და მილიტარიზაციას ისევ აგრძელებს. რამ შეიძლება შეაცვლევინოს მას ჩვენს მიმართ პოლიტიკა და რა გზითაა შესაძლებელი ტერიტორიების დაბრუნება – ამაზე სამხედრო ანალიტიკოსი და საგარეო ექსპერტი ვახტანგ მაისაია “რეზონანსთან” ამბობს, რომ ამ მოცემულობით ძალიან რთულია ამის განსაზღვრა. “ტერიტორიების დაბრუნება მოკლე პერიოდში და სავარაუდო ვარიანტში, სამწუხაროდ გამორიცხულია, თუმცა, ამაზე ფიქრი და მუშაობა, რომ აუცილებელია, ამაში ორი აზრი არ არსებობს”, – აღნიშნავს მაიასაია. 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 170 მოსამსახურე, შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელი და 224 სამოქალაქო პირი შეეწირა, ასევე 1045 სამხედრო”, – წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით როგორ უნდა დაიბრუნოს საქართველომ ოკუპირებული ტერიტორიები – აგვისტოს ომიდან 16 წელი გავიდა.
“დღეს, საქართველოს ტერიტორიების 20% კვლავ ოკუპირებულია რუსეთის მიერ. ისინი ისევ განაგრძობენ საქართველოს რეგიონების – სა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციასა და მილიტარიზაციას, რუსეთი რეგულარულად ატარებს უკანონო სამხედრო წვრთნებს ქვეყნის ტერიტორიაზე, ინტენსიურად ამარაგებს საოკუპაციო ხაზს მავთულხლართებით და სხვადასხვა ხელოვნური ბარიერებით, აგრძელებს მშვიდობიანი მოსახლეობის უკანონო დაკავებისა და გატაცების პრაქტიკას. ვახტანგ მაისაიას შეფასებით, რუსეთს ახლა რთული მდგომარეობა აქვს, უკრაინის ძალებმა კურსკის ოლქი თითქმის აიღეს. როგორც მან აღნიშნა, გამორიცხული არაა, რუსეთი ჩვენს საპარლამენტო არჩევნებში ჩაერიოს და სასურველი კანდიდატის გასვლის მცდელობა ჰქონდეს”, – აღნიშნავს გამოცემა.
“აგვისტოს ომის შემდეგ საერთაშორისო საზოგადოება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერად რჩება. “16 წლის წინ რუსეთი საქართველოში შეიჭრა და დაუსჯელი დარჩა, დაუსჯელობამ და დაშოშმინების პოლიტიკამ გამოიწვია ის, რომ რუსეთის იმპერიალისტური აგრესია კიდევ უფრო სასტიკი გახდა”, – ამის შესახებ ლიეტუვის პრემიერი, ინგრიდა შიმონიტე ტვიტერზე წერს და მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს. “საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ ლიეტუვის მხარდაჭერა ურყევია, ისევე როგორც ჩვენი მხარდაჭერა ქართველი ხალხის მიმართ, რომელმაც თავისი ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური მომავალი აირჩია. რუსეთი აგრესორია და არა მისაბაძი მაგალითი”, – წერს შიმონიტე. რუსეთის აგრესიას ს საგარეო საქმეთა მინისტრი, მარგუს ცაჰკნაც გმობს”, – განაგრძობს გამოცემა,
“დღეს, 16 წლის წინ რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ აგრესიული ომი დაიწყო, რომლის შედეგები დღესაც იგრძნობა. ესტონეთი გმობს და არ დაივიწყებს საქართველოს ტერიტორიის 20%-ის მიმდინარე ოკუპაციას და ჩვენ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარადაჭერას გავაგრძელებთ”, – წერს ცაჰკნა. “დღეს, 16 წლის თავზე, ვიხსენებთ 2008 წლის აგვისტოში რუსეთ-საქართველოს ომში რუსეთის სასტიკი და უკანონო ქმედებების შედეგად დაღუპულებს, დაშავებულებს და დევნილებს. გაერთიანებული სამეფო მტკიცედ განარძობს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას”, – აღნიშნულია განცხადებაში. ამერიკის საელჩოში განმარტავენ, რომ შეერთებული შტატები აგრძელებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ადვოკატირებას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში”, – დასძენს გამოცემა.
“ჩვენ გვახსოვს 2008 ელის აგვისტოს მოვლენები და მათი მტკივნეული გავლენა, რომელიც ქართველ ხალხზე დღემდე მოქმედებს. რუსეთის მიერ 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მუდმივი დარღვევა რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობისთვის მიმდინარე ბრძოლას უსვამს ხაზს”, – ნათქვამია ამერიკის საელჩოს განცხადებაში. “2008 წლის აგვისტოში რუსეთის ჯარები საქართველოში შეიჭრნენ. 16 წლის შემდეგ ოკუპაცია გრძელდება. საქართველოშ, ისევე, როგორც ში, ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ რუსეთს, საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევა შეწყვიტოს და მეზობლების სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას პატივი სცეს”, – აცხადებს ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო”, – წერს სტატიის ავტორი.
“რაც შეეხება იმას, თუ რამ შეიძლება შეაცვლევინოს რუსეთს პოლიტიკა ჩვენს მიმართ, ვერ გეტყვით, რადგან რუსეთს უკვე რთული სიტუაცია აქვს, უკრაინელები მათ ტერიტორიაზე გადავიდნენ, დაიკავეს ადგილები და ევაკუაციაა გამოცხადებული, ლამის კურსკის ოლქი აიღონ და მგონი კურსკის ატომური ელექტროსადგურიც. ეს რუსეთისთვის რეპუტაციული დარტყმაა და ასეთ პირობებში ძალიან რთულია რამის დასკვნა. შესაძლოა რუსეთი ჩვენს საპარალამენტო არჩევნებში ჩაერიოს და მათთვის სასურველი პოლიტიკური ძალა მოიყვანონ, როგორი მცდელობაც იყო მოლდოვაში, სერბეთში და სხვა ბევრ ქვეყანაში. გამორიცხული არაა სერბული და მოლდოვური სცენარები ჩვენთანაც გამოიყენოს, რადგან ამის შემდეგ ერთგვარი მანიპულაცია მოახდინონ და ზეწოლა მათი სასურველი სცენარების განვითარების მიმართულებით. ამრიგად, ასეთ პირობებში რთულია იმის თქმა, თუ როგორ შეიძლება ტერიტორიების დაბრუნება”, – აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ მაისაია.
უკრაინის არმია კურსკის სიღრმეში წინ მიიწევს – უკვე გარღვეულია რუსეთის თავდაცვის მეორე ხაზი
“კურსკში რუსებსა და უკრაინელებს შორის შეტაკებები გრძელდება – უკვე მეორე დღეა რუსეთის კურსკის ოლქში უკრაინელები შეიჭრნენ და რამდენიმე მნიშვნელოვანი სტრატეგიული და სამხედრო ობიექტები დაიკავეს. როგორც შიდა წყაროებიდან ხდება ცნობილი, რუსული თავდაცვის ზღუდეები გარღვეულია. თავდაცვის მეორე ხაზი გადალახულია. სუჯას გარშემო ჩრდილოეთიდან და დასავლეთიდან უკრაინელებს ყველა სიმაღლე უკვე დაკავებული აქვს. ასევე უკრაინული არტილერია აქტიურად ბომბავს კურსკის ოლქს. დრონები ბომბავენ ბელგოროდსა და ვორონეჟის ოლქებსაც. ცნობილი ხდება, რომ უკრაინელები უტევენ მალაია ლოკნიას და ახდენენ სუჯას გარემოცვას. მალაია ლოკნიაში რკინიგზის მნიშვნელოვანი სადგურია. მისი გადაჭრით კი რუსული ლოჯისტიკის ერთ-ერთი არტერია გადაიჭრება. დილით, გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა კვლავ გააფრთხილა მოქალაქეები კურსკის ოლქში სარაკეტო საფრთხის შესახებ და მოუწოდა მცხოვრებლებს სისხლის დონაციისკენ “სასაზღვრო რაიონებში არსებული ვითარების გამო”, – წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით უკრაინის არმია კურსკის სიღრმეში წინ მიიწევს – უკვე გარღვეულია რუსეთის თავდაცვის მეორე ხაზი.
“6 აგვისტოს მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა ცნობები ვრცელდებოდა უკრაინული შენაერთების მიერ რუსეთის საზღვრის გარღვევისა და კურსკის ოლქში ღრმად წინსვლის შესახებ. როგორც ბი-ბი-სი წერს, თავდაპირველად სასაზღვრო ზონაში ვითარების ესკალაცია და საზღვრის გარღვევა ისეთ მცდელობას ჰგავდა, რომელიც გასულ წელსაც მოხდა, მაგრამ თუ ბრძოლის ინტენსივობით ვიმსჯელებთ, ამჯერად ყველაფერი უფრო სერიოზულია. სამშაბათს ღამით კურსკის რეგიონს დრონებით დაესხნენ თავს – რეგიონის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა ალექსეი სმირნოვმა განაცხადა, რომ 26 დრონი ჩამოაგდეს. იმავე ღამით, სუჯას რეგიონულ ცენტრს, რომელიც რუსეთ-უკრაინის საზღვრიდან 10 კილომეტრში მდებარეობს, ცეცხლი გაუხსნეს. დილით გავრცელდა ცნობები შეიარაღებული ჯგუფების მიერ რამდენიმე მიმართულებით გარღვევისა და სასაზღვრო ზონაში ბრძოლების შესახებ”, – აღნიშნავს გამოცემა.
“მსგავსი რამ მოხდა 2023 წელს, როდესაც უკრაინის მხარეს მებრძოლმა რუსეთის მოხალისეთა კორპუსმა და რუსეთის თავისუფლების ლეგიონმა რეიდები განახორციელეს ბრიანკის, კურსკის და ბელგოროდის რეგიონებში. თუმცა, თვითმხილველების თქმით, მიმდინარე გარღვევისას იყო დიდი რაოდენობით ჯგუფები, ჯავშანტექნიკა, მკაფიო კოორდინაცია სხვადასხვა მიმართულებით მიმავალი რაზმების მოქმედებების შესახებ. პირველი ოფიციალური წყარო, რომელმაც კომენტარი გააკეთა საზღვრის გარღვევის შესახებ, იყო კურსკის ოლქის ხელმძღვანელი, რომელიც ამტკიცებდა, რომ რუსეთის ფე-ეს-ბესა და რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების სასაზღვრო სამსახურის ჯარისკაცებმა საზღვრის გარღვევის მცდელობა აღკვეთეს სუჯის და კორენევსკის რაიონებში. ამავე დროს, რუსი სამხედრო ბლოგერები ავრცელებდნენ ინფორმაციას კურსკის რეგიონში სასტიკი ბრძოლების შესახებ”, – განაგრძობს გამოცემა.
“ოთხშაბათს დილით ბლოგერებმა განაცხადეს, რომ ბრძოლა გრძელდება. სამშაბათს, ომის მხარდამჭერმა “ტელეგრამ არხებმა” გაავრცელეს ინფორმაცია უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების წინსვლის შესახებ სუჯას ჩრდილო-დასავლეთით. სოციალურ ქსელში კი რეგიონული ცენტრის დაბომბვის ამსახველი ვიდეომასალა გამოჩნდა. ოთხშაბათს ღამით ქალაქი სუჯა კვლავ ცეცხლის ქვეშ მოექცა, განუცხადა სამთავრობო, პროპაგანდისტულ “რიას” ქალაქის ხელმძღვანელმა, ვიტალი სლაშჩოვმა. აფეთქებები იყო ქალაქ კურჩატოვშიც, სადაც კურსკის ატომური ელექტროსადგური მდებარეობს. სავარაუდოდ, იქ საჰაერო თავდაცვის სისტემები მოქმედებდა. სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია მიიჩნევს, რომ უკრაინას კურსკზე შეტევის რამდენიმე მიზანი შეიძლება ჰქონდეს. პირველ რიგში ის ცდილობს მათ რეპუტაციული ზიანი მიაყენოს”, – დასძენს გამოცემა.
“ამ სამხედრო-ოპერატულ რეიდს რამდენიმე სახის მიზანი აქვს. რუსეთზე ამ ფორმით ზეწოლას ახდენს, რათა ოპერატიულ-ტაქტიკური ინიციატივა დააკარგვინოს. იმ ძირითადი მიმართულებიდან, სადაც რუსები უფრო აქტიურები არიან, მათი შეიარაღებული ძალები გამოფიტონ. რუსები იძულებული იქნებიან კონკრეტული ფრონტის ხაზიდან დანაყოფები მოხსნან და კურსკის მიმართულებაზე გადაისროლოს. ამით კი ფრონტის ხაზზე უკრაინელები ძალთა ბალანსის შექმნას შეძლებენ. ეს კი მნიშვნელოვანია უკრაინის პოლიტიკური და გეოპოლიტიკური მიზნებისთვის. შეიძლება უკრაინა რუსეთზე სტრატეგიულ შეტევას აპირებს ფრონტის კონკრეტულ მიმართულებებზე და ამით ცდილობს რუსების ძალების დასუსტებას. ამას მანევრის სახით გამოიყენებს, რათა ყურადღების ცენტრის სხვა მიმართულებაზე გადატანა მოხდეს. ეს კი ნიშნავს იმას რომ კონკრეტული ფრონტის ხაზი დაუცველი დარჩება და უკრაინას იქაც შეტევის მიტანა გაუადვილდება”, – აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ მაისაია.
“ბოლო პერიოდში ზელენსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების სტრატეგიული სარდლობის უკმაყოფილო იყო. იგივე სირსკის მიმართ ჰქონდა სერიოზული პრეტენზიები. ბოლოს უკრაინელები მხოლოდ სტრატეგიულ თავდაცვაზე იყვნენ გადასულები. ვერ ახორციელებენ ხელშესახებ ქმედებებს და შეტევას. ეს კი საკმაოდ ბევრ კითხვებს აჩენდა, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე დასავლეთში, რომელიც უკრაინას არცთუ ცოტა დახმარებას უწევს. უკრაინელები ვეღარ ახორციელებენ ისეთი ტიპის შეტევებს, როგორც ეს 2022 წლის სექტემბერში მოხდა. ამიტომ ეს ყველაფერი ერთ კონტექსტში უნდა განვიხილოთ. სწორედ ამას მოიცავს, რომ უკრაინელები ფრონტის ხაზზე ძალთა ბალანსის შექმნას ცდილობენ. გარკვეული ინიციატივა შეინარჩუნონ და ფრონტის რომელიმე ხაზზე შეტევა დაიწყონ. სავარაუდოდ, ვფიქრობ ეს იქნება ზაპოროჟიეს მიმართულება, რომელზეც უკრაინელების შეტევას უნდა ველოდოთ”, – დაასკვნის მაისაია.

ასევე დაგაინტერესებთ

ხატია დეკანოიძე – წინასაარჩევნო პერიოდში „ქართული ოცნების“ მხრიდან ძალადობრივი ქმედებები და ოპოზიციის მხარდამჭერების დაშინების მცდელობები განსაკუთრებით აქტიურდება, თუმცა ეს უშედეგოდ ჩაივლის – არავის ეშინია მათი

პეტრე ცისკარიშვილი – მათ იციან, რომ სწორედ “ნაციონალურ მოძრაობასთან” მარცხდებიან, ამიტომ გვიგზავიან “ტიტუშკებს”, ვერ წარმოუდგენიათ, რომ რამდენიმე კვირაში ძალაუფლების სათავიდან სახლში მოუწევთ წასვლა, ეს არის მათი ღამის კოშმარი

ხატია დეკანოიძე – წინასაარჩევნო პერიოდში „ქართული ოცნების“ მხრიდან ძალადობრივი ქმედებები და ოპოზიციის მხარდამჭერების დაშინების მცდელობები განსაკუთრებით აქტიურდება, თუმცა ეს უშედეგოდ ჩაივლის