მეთიუ მილერი კურსკის ოლქში განვითარებულ მოვლენებზე – უკრაინა აშშ-ის პოლიტიკას არ არღვევს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, მეთიუ მილერის განცხადებით, შეერთებულ შტატებს უკრაინისგან კურსკის ოლქში რაიმე ოპერაციის შესახებ წინასწარი შეტყობინება არ მიუღია.
”ეს არის ომი, რომელშიც ისინი იბრძვიან. ჩვენ მათ ვაძლევთ საშუალებებს და კონსულტაციას ვუწევთ, მაგრამ როდესაც საქმე ეხება ყოველდღიურ ტაქტიკას, როდესაც საქმე ეხება ყოველდღიურ დარტყმებს, ამასთან დაკავშირებით მათთან ხან გვაქვს კომუნიკაცია, ხან – არა. მათთვის მიზანშეწონილია, თავად მიიღონ ეს გადაწყვეტილებები, ”- აღნიშნა მილერმა.
ამასთან, კითხვაზე, არღვევს თუ არა უკრაინული ძალების ქმედებები კურსკის ოლქში -ის აკრძალვას ს ტერიტორიაზე ამერიკული იარაღით დარტყმის შესახებ, მეთიუ მილერმა უპასუხა :
“მე ასე ვიტყოდი. ჩვენს პოლიტიკასთან დაკავშირებით არაფერი შეცვლილა და იმ ქმედებებით, რომლებსაც უკრაინელები დღეს ახორციელებენ, ისინი არ არღვევენ ჩვენს პოლიტიკას”, – აღნიშნა მილერმა.
შეგახსენებთ, მედიის ინფორმაციით, უკრაინულმა ძალებმა რუსეთის კურსკის ოლქში რამდენიმე დასახლება დაიკავეს. “ტელეგრამ” არხებზე ვრცელდება ცნობებიც, რომ ოლქში ასეულობით უკრაინელი სამხედრო იმყოფება. რუსეთის პრეზიდენტის, ს განცხადებით, კურსკის ოლქში განვითარებული მოვლენები უკრაინის მხრიდან “მასშტაბური პროვოკაციაა”. რუსეთის პრეზიდენტის თქმით, ოლქში “განურჩეველი სროლა” მიდის იარაღის სხვადასხვა სახეობიდან, მათ შორის სარაკეტო იარაღიდან.

ასევე დაგაინტერესებთ