მეთიუ მილერი: ირონიულია, რომ რუსეთი, რომელიც უკრაინას დაესხა თავს, „პროვოკაციაზე“ საუბრობს

„ირონიულია, რომ , რომელიც ს დაესხა თავს, საუბრობს კურსკის ოლქში „პროვოკაციაზე“, – ამის შესახებ -ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა მეთიუ მილერმა ბრიფინგზე განაცხადა და კურსკის ოლქზე განხორციელებულ შეტევასთან დაკავშირებით რუსეთის პრეზიდენტის, ს განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თქმითაც,  ეს უკრაინის მხრიდან მასშტაბური პროვოკაციაა.

მილერმა დაადასტურა, რომ შეერთებული შტატები „უკრაინელებთან კავშირშია“ კურსკის ოლქში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, მაგრამ უკრაინული მხარის ნაცვლად საკითხზე კომენტარს არ გააკეთებს.

„მე ვნახე რუსეთის ხელისუფლების გზავნილი. ირონიულია, რომ ამას უწოდეს პროვოკაცია, იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთი უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს 2014 წლიდან არღვევს“, – აღნიშნა მან.

სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა დასძინა, რომ სამხედრო ოპერაციების წარმართვასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას თავად უკრაინა იღებს. ამავდროულად, მისივე თქმით, აშშ-ის პოლიტიკა რუსეთის ტერიტორიაზე დასავლური იარაღით დარტყმებთან დაკავშირებით არ შეცვლილა.

ინფორმაციისთვის, რუსული მხარე იტყობინება, რომ კურსკის ოლქში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. 

მანამდე, 6 აგვისტოს, რუსულმა მხარემ განაცხადა, რომ უკრაინელმა დივერსანტებმა კურსკის ოლქის ტერიტორიაზე შეჭრა სცადეს. მოგვიანებით რუსმა პროპაგანდისტებმა და ე.წ. „სამხედრო კორესპონდენტებმა“ განაცხადეს, რომ უკრაინული ძალები სასაზღვრო ზონაში იმყოფებიან.

კურსკის ოლქში განვითარებულ მოვლენებზე უკრაინულ მხარეს ოფიციალური კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.

შეერთებულმა შტატებმა განაცხადა, რომ სურს, უკრაინული მხარისგან გაარკვიოს, თუ რა ხდება კურსკის ოლქში.

ასევე დაგაინტერესებთ