კირილ ბუდანოვი – იძულებული იქნება 2025 წელს ფართო მობილიზაცია გამოაცხადოს ან ომი დაასრულოს

რუსეთი იძულებული იქნება 2025 წელს ფართო მობილიზაცია გამოაცხადოს ან ომი დაასრულოს. ამის შესახებ უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელმა, კირილ ბუდანოვმა განაცხადა.
“თუ ომი გაგრძელდება, მაშინ არაუგვიანეს 2025 წლის ზაფხულისა, დილემის წინაშე დადგება: ან დაასრულოს ის ან კიდევ ერთი ფართომასშტაბიანი მობილიზაცია გამოაცხადოს”, – განაცხადა ბუდანოვმა.
მისი თქმით, კრემლი ამას გააჭიანურებს, ვინაიდან, “რუსეთის ხელმძღვანელობა ფიქრობს, რომ ფართომასშტაბიან მობილიზაციას შეუძლია სერიოზულად შეარყიოს პოლიტიკური ვითარება”.
ბუდანოვმა აღნიშნა, რომ ადამიანურ რესურსებთან დაკავშირებული პრობლემები რუსეთში დაახლოებით სამი თვის წინ დაიწყო, მანამდე კი, მისი თქმით, მსგავსი პრობლემები არ არსებობდა.
მან გაიხსენა, რომ ფართომასშტაბიანი ომის დასაწყისში მოსკოვმა ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა. მოგვიანებით, კრემლმა დიდი თანხების შეთავაზება დაიწყო მათთვის, ვინც კონტრაქტს გააფორმებდა რუსეთის არმიასთან, მაგრამ მოსკოვმა საკმარისი რაოდენობის ხალხის მობილიზება ვერ მოახერხა. დანარჩენები ომში გაუშვეს ციხეებიდან ან სამხედრო გაწვევის სამსახურიდან, რომლებიც შემდეგ დაუყოვნებლივ საკონტრაქტოზე გადაიყვანეს.
“რეგიონების მიხედვით, თანხები ორ მილიონ რუბლსაც შეიძლება აღწევდეს. რუსეთისთვის ეს ფულის უზარმაზარი თანხაა. პასუხი თვალნათელია – მოხალისე მებრძოლების ნაკადი კატასტროფულად მცირდება. ბოლო თვეებში, რუსეთის არმია პირველად დადგა პერსონალის ნაკლებობის წინაშე. რუსეთს მობილიზაციის გეგმა აქვს, და თითქმის 10%-იანი ნაკლებობა დაფიქსირდა”, – განაცხადა ბუდანოვმა.

ასევე დაგაინტერესებთ

თაზო დათუნაშვილი – ძველი თბილისური გამოთქმაა: „სამი კაციც ბანდააო“ და ესეც დასჯადი ხდება – ამბობენ, „50 აკაცუკი არავის აინტერესებს“, „რაც უნდათ ის ქნანო“ და პარალელურად, ტროტუარზე დგომასაც უზღუდავენ – ისტერიული, პანიკური შიში აქვთ, სხვა ახსნა არ აქვს

შალვა პაპუაშვილი – პრობლემა დღეს ნატო-შია – რას ნიშნავს გაღებული კარი? თუ უსაშველოდ უნდა ვიდგეთ, რისკია, რომ ორპირ ქარში ადამიანი გაცივდეს – უკრაინის მაგალითზე, ეს ჰგავს მომენტს, როდესაც სატყუარაა ჩამოკიდებული, რომელსაც ვერასდროს უნდა მისწვდეს

4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებული ზურაბ ჭავჭანიძე – მიმდინარეობს მიზანმიმართული გენოციდი, საქართველოს გაქრობა, გადაშენება, ან გადაჯიშება – ზოგიერთი ადამიანი ფიქრობს: „მე თუ კარგად ვარ, ცხოვრება აწყობილიაო“, მაგრამ ხიფათი ყველას გვემუქრება