ფოთში, კონსტიტუციის ქუჩაზე, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის მასშტაბური სამუშაოები დასრულდა – ფოთის მერია

ფოთში, კონსტიტუციის ქუჩაზე, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის მასშტაბური სამუშაოები დასრულდა – ინფორმაციას ს მერია ავრცელებს.
„2 კილომეტრამდე სიგრძის გზის მონაკვეთზე დაიგო ორი ფენა ასფალტო-ბეტონის საფარი. მოეწყო რკინა-ბეტონის სანიაღვრე არხები, მიერთებები, ეზოებში შესასვლელები, ასევე, ტროტუარები, ბეტონის ბორდიურები და გამწვანებული სივრცეები. დამონტაჟდა ახალი გარე განათების სისტემა.
განხორციელდა გზის სავალი ნაწილის ჰორიზონტალური მონიშვნა და დამონტაჟდა საგზაო ნიშნები.
ფოთის მერი ბექა ვაჭარაძე მაჟორიტარ დეპუტატთან, გიორგი ხახუბიასთან ერთად, კონსტიტუციის ქუჩის მოსახლეობას შეხვდა და ადგილობრივებს ქალაქისთვის საჭირო სხვადასხვა საკითხზე ესაუბრა.
ფოთის მუნიციპალიტეტისთვის საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია და ამ მიმართულებით შესაბამისი ღონისძიებები აქტიურად გრძელდება“ – ნათქვამია ინფორმაციაში.