ჯანსუღ კახიძის მუსიკალურ ცენტრში, 2 დეკემბერს, თბილისის სიმფონიური ორკესტრი, სოლისტი გიორგი გრძელიძე და მაესტრო დავით მუქერია, შუმანისა და შუბერტის ნაწარმოებებს შეასრულებენ

ჯანსუღ კახიძის მუსიკალურ-კულტურული ცენტრიდან კვლავ კლასიკური მუსიკა ისმის. ამჯერად ფორტეპიანოსთან 22 წლის პიანისტი გიორგი გრძელიძეა. კონსერვატორიის მე-4 კურსის სტუდენტი, შუმანის საფორტეპიანო კონცერტს ამ კედლებში პირველად შეასრულებს. კონცერტზე სოლისტის დებიუტი, თბილისის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად შედგება.
შუმანის კონცერტი ფორტეპიანოსთვის და სიმფონიური ორკესტრისთვის – ამ ნაწარმოებით თბილისის სიმფონიური ორკესტრის კონცერტი გაიხსნება. ახალგაზრდა პიანისტთან ერთად სცენაზეა ორკესტრი, რომელსაც მაესტრო დავით მუქერია უხელმძღვანელებს.

სიმფონიური მუსიკის კონცერტი ორ განყოფილებად იქნება წარმოდგენილი. კლასიკური მუსიკის საღამოს მეორე ნაწილს, მუსიკაში რომანტიზმის ერთ-ერთი დამფუძნებლი, შუბერტის მე-5 სიმფონია დაასრულებს.

თბილისის სიმფონიური ორკესტრი, სოლისტი გიორგი გრძელიძე და მაესტრო დავით მუქერია – შუმანისა და შუბერტის, ორი რომანტიკოსი კომპოზიტორის ნაწარმოებებს, მსმენელი, ჯანსუღ კახიძის მუსიკალურ ცენტრში 2 დეკემბერს მოისმენს.

2023 წლის 2 დეკემბერს ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრი წარმოგიდგენთ სიმფონიური მუსიკის კონცერტს. თბილისის სიმფონიური ორკესტრი მაესტრო დავით მუქერიას დირიჟორობით შეასრულებს ფრანც შუბერტის მე-5 სიმფონიას, ხოლო ახალგაზრდა ქართველი პიანისტი გიორგი გრძელიძე მაყურებლის წინაშე წარსდგება რობერტ შუმანის კონცერტით ფორტეპიანოსა და სიმფონიური ორკესტრისთვის.

ასევე დაგაინტერესებთ

ასეთ დროს, შეტევის ობიექტი აღარ არის ხელისუფლება, როგორც პოლიტიკური მოწინააღმდეგე; შეტევის სამიზნე ხდება თავად საქართველო – მისი საერთაშორისო იმიჯი და პოზიცია, მისი ურთიერთობები ვაშინგტონთან და თელ-ავივთან, მისი რეპუტაცია, როგორც საიმედო პარტნიორის

გიორგი კანდელაკის და თინა ხიდაშელის მიზანია საქართველო უარყოფით კონტექსტში წარმოაჩინონ, შექმნან საერთაშორისო იზოლაციის ილუზია და ხელი შეუშალონ იმ პოზიტიურ პროცესებს, რომლებიც დღეს რეალურად მიმდინარეობს

საქართველოს წინააღმდეგ საინფორმაციო-პროპაგანდისტული საბოტაჟი ან დივერსია, ღალატია, დროა კოლექტიური ხიდაშელ-“ტაივანჩიკები” და კრებსითი გიორგი კალანდაძეები და მსგავსი “შპანა” კანონიერად აღმოჩნდნენ იქ, სადაც მათი ადგილია