16 წელი აგვისტოს ომიდან: საერთაშორისო გამოხმაურებები

დღეს, 7 აგვისტოს, საერთაშორისო საზოგადოება რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომის 16 წლისთავს ეხმაურება.
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა თავის განცხადებაში ხაზი გაუსვა ბლოკის ერთგულებას კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებისადმი.
„7 აგვისტოს რუსეთსა და საქართველოს შორის ომის დაწყებიდან 16 წელი სრულდება. ევროკავშირის ერთგულება საქართველოში კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარებისადმი მტკიცეა. ჩვენ ვგმობთ რუსეთის განგრძობით ყოფნას ოკუპირებულ სეპარატისტულ რეგიონებში, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, რაც არღვევს როგორც საერთაშორისო სამართალს, ასევე რუსეთის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს ექვსპუნქტიანი შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს“, — აცხადებს ბორელი.
ის ხაზს უსვამს, რომ საქართველოში კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის უფლებები კვლავ ირღვევა, მათ შორის, „ბორდერიზაციის“ პოლიტიკის, გადასასვლელების დაკეტვისა და უკანონო დაკავებების გზით რუსეთის სამხედრო და დე ფაქტო ხელისუფლების მიერ.
„უნდა დასრულდეს გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვები, გამოძიებულ იქნას ადამიანის უფლებების დარღვევა და უზრუნველყოფილი იყოს სამართლიანობა ყველა მსხვერპლისთვის. ჩვენ სრულად ვრჩებით კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების ერთგული, მათ შორის ევროკავშირის, როგორც ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში (GID) თანათავმჯდომარის, სამხრეთ კავკასიაში და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლობისა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM Georgia) ჩართულობით. მოვუწოდებთ GID-ის ყველა მონაწილეს, კონსტრუქციულად ჩაერთონ დისკუსიებში 2008 წლის 12 აგვისტოს ექვსპუნქტიანი შეთანხმების სრული განხორციელების მისაღწევად“, — აცხადებს ბორელი და იმეორებს თავის ურყევ მხარდაჭერას საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
7 August, 16 years since war between Russia and Georgia began in 2008.
🇪🇺 reiterates its unwavering support for independence, sovereignty and territorial integrity of 🇬🇪 within its internationally recognised borders.
Our full 🇪🇺 statement ⬇️https://t.co/7SGZD3ychj pic.twitter.com/anXvAMafbJ — Peter Fischer (@Diplo_Peter) August 6, 2024
შეერთებული შტატები აცხადებს, რომ აგრძელებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ადვოკატირებას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
„დღეს რუსეთის მიერ საქართველოში შემოჭრიდან თექვსმეტი წელი გავიდა. ჩვენ გვახსოვს 2008 წლის აგვისტოს მოვლენები და მათი მტკივნეული გავლენა, რომელიც ქართველ ხალხზე დღემდე მოქმედებს. რუსეთის მიერ 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მუდმივი დარღვევა რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობისთვის მიმდინარე ბრძოლას უსვამს ხაზს“, — ნათქვამია საქართველოში აშშ-ის საელჩოს „ფეისბუქ“ პოსტში.
„2008 წელი — საქართველო, 2014 — ყირიმი, 2022 — უკრაინა“, — რუსეთის სამი აგრესიის ამსახველი კადრებით ეხმაურება აგვისტოს ომის წლისთავს აშშ-ის მისია ეუთოში.
„ჩვენ ვგმობთ რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების ოკუპაციას. რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების ოკუპაცია, ისევე როგორც მისი აგრესიული ომი უკრაინის წინააღმდეგ, არღვევს რუსეთის საერთაშორისო ვალდებულებებს და ეწინააღმდეგება ეუთოს ვალდებულებებს“, — წერს აშშ-ის მისია ეუთოში.
„სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი საქართველოს ნაწილია, რუსეთის 16-წლიანი ოკუპაციის მიუხედავად“, — წერს ნატოს პრესსპიკერი ფარა დახლალა X-ზე.
ალიანსი გამოხატავს მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობისადმი და რუსეთს მოუწოდებს, გაიყვანოს ძალები, რომლების საქართველოში თანხმობის გარეშე განათავსა.
We call on Russia to withdraw the forces it has stationed in #Georgia without its consent. South Ossetia & Abkhazia are part of Georgia, despite 16 years of Russian occupation. #NATO fully supports Georgia’s sovereignty and territorial integrity. — NATO Spokesperson Farah Dakhlallah (@NATOpress) August 7, 2024
ლიეტუვის პრემიერ-მინისტრი ინგრიდა შიმონიტე ამბობს, რომ 2008 წლის აგრესიის გამო რუსეთის დაუსჯელობამ მხოლოდ გაზარდა მისი იმპერიალისტური აგრესია.
„16 წლის წინ რუსეთი შეიჭრა საქართველოში და ეს შერჩა. დაუსჯელობამ და დაშოშმინების პოლიტიკამ მხოლოდ უფრო სასტიკი გახადა რუსეთის იმპერიალისტური აგრესია. ურყევია ლიეტუვის მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი, ისევე როგორც ქართველი ხალხისადმი, რომლებმაც აირჩიეს ევროპული და ევროატლანტიკური მომავალი თავიანთი ქვეყნისთვის. რუსეთი არის აგრესორი და არა მისაბაძი მაგალითი“, — წერს შიმონიტე X-ზე.
16 years ago Russia invaded Georgia and got away with it. Impunity and appeasement only led to 🇷🇺 imperialist aggression growing more brutal.
🇱🇹 support for Georgia’s territorial integrity & sovereignty is unwavering – so is our support to the 🇬🇪 people who have chosen European… — Ingrida Šimonytė (@IngridaSimonyte) August 7, 2024
ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრ გაბრიელიუს ლანდსბერგისის შეფასებით, 16 წლის წინ რუსეთის შეჭრა საქართველოში იმპერიალისტური ექსპანსიონიზმის ძველი ნიმუშის ნაწილი იყო, სადაც უხეში ძალა თელავს საერთაშორისო სამართალსა და წესრიგს.
საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო აგრესიის მე-16 წლისთავზე, ლატვია ადასტურებს თავის მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი და ცალსახად გმობს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ოკუპაციას.
„ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ ქართველ ხალხს რუსეთის საოკუპაციო ძალების და მისი მარიონეტების წინააღმდეგ“, — წერს ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტო X-ზე.
On the 16th anniversary of Russia’s military aggression against Georgia, Latvia 🇱🇻 reaffirms its support to the sovereignty and territorial integrity of Georgia 🇬🇪 and condemns unequivocally the occupation of South Ossetia and Abkhazia. We stand in solidarity with the Georgian… pic.twitter.com/ysfQyT6sio — Latvian MFA 🇱🇻 | #StandWithUkraine 🇺🇦 (@Latvian_MFA) August 7, 2024
„ესტონეთი გმობს და არ დაივიწყებს საქართველოს ტერიტორიის 20%-ის მიმდინარე ოკუპაციას და გააგრძელებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერა“, — ამბობს ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მარგუს ცაჰკნა.
Today 1⃣6⃣ years ago Russia started its war of aggression against #Georgia & the effects are still being felt today.#Estonia condemns & will not forget the ongoing occupation of 20% of Georgia’s territory & we will continue to steadfastly support 🇬🇪’s territorial integrity. pic.twitter.com/QWddo6yNnH — Margus Tsahkna (@Tsahkna) August 7, 2024
აგვისტოს ომის 16 წლისთავზე X-ზე ეხმაურება ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო:
„2008 წლის აგვისტოში რუსეთის ჯარები საქართველოში შეიჭრნენ. 16 წლის შემდეგ, ოკუპაცია გრძელდება. საქართველოში, ისევე როგორც უკრაინაში, ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ რუსეთს, შეწყვიტოს საერთაშორისო სამართლის აშკარა დარღვევა და პატივი სცეს მეზობლების სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას“.
In August 2008, Russian troops invaded Georgia. 16 years on, the occupation persists. In Georgia as in Ukraine, we once again call on Russia to end its blatant violation of international law, and respect the sovereignty and territorial integrity of its neighbours. — Norway MFA (@NorwayMFA) August 7, 2024
შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ტობიას ბილსტრომი აღნიშნავს, რუსეთის 16 წლის წინანდელი აგრესიული ომის ეფექტი საქართველოში დღესაც იგრძნობა.
„შვედეთი გმობს და არ ივიწყებს საქართველოს ტერიტორიის 20%-ის ოკუპაციას და ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერას. შვედეთი რუსეთს მოუწოდებს, პატივი სცეს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები“, — ამბობს ტობიას ბილსტრომი.
Today 16 years ago Russia started its war of aggression against Georgia 🇬🇪 . The effects are still being felt today. Sweden condemns and will not forget the ongoing occupation of 20% of Georgia’s territory and we will continue to steadfastly support Georgia’s territorial… — Tobias Billström (@TobiasBillstrom) August 7, 2024
სლოვენიის საგარეო და ევროპულ საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ რუსეთის შეჭრის 16 წლისთავზე, სლოვენია აგრძელებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერას.
„საერთაშორისო სამართლებრივი პრინციპების უგულებელყოფას ყოველთვის მოჰყვება დაგმობა და მოწოდება საერთაშორისო სამართლის დაცვაზე“, — ნათქვამია სამინისტროს პოსტში X-ზე.
On the 16th anniversary of the Russian invasion 🇷🇺 of #Georgia, #Slovenia continues to firmly support the sovereignty and territorial integrity of 🇬🇪. Disregard for international legal principles will always be met with condemnation and an appeal to comply with international law. pic.twitter.com/dqvvewhPiU — MFEA Slovenia (@MZEZ_RS) August 7, 2024
საფრანგეთის მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი გამოხატა საფრანგეთის ელჩმა საქართველოში შირაზ გასრიმ. მან რუსეთს საერთაშორისო სამართლის პატივისცემისკენ და ევროკავშირის შუამავლობით ხელმოწერილი 6-პუნქტიანი შეთანხმებისკენ მოუწოდა.
🇫🇷🇬🇪: #StandingWithGeorgia 🇬🇪whose independence, sovereignty & territorial integrity continue to be violated by Russia 🇷🇺 since August 2008. Calling for respect of international law & full implementation of EU 🇪🇺 brokered 6 points agreement @EUMMGeorgia @ToivoKlaar pic.twitter.com/L0war4GlVV — Sheraz Gasri 🇫🇷🇬🇪 (@Sherzag) August 6, 2024
„დღეს, 16 წლის თავზე, ვიხსენებთ 2008 წლის აგვისტოში რუსეთ-საქართველოს ომში, რუსეთის სასტიკი და უკანონო ქმედებების შედეგად დაღუპულებს, დაშავებულებს და დევნილებს. გაერთიანებული სამეფო მტკიცედ განაგრძობს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას“, — წერს გაერთიანებული სამეფოს საელჩო საქართველოში.
აგვისტოს ომის წლისთავს გამოეხმაურა ბელარუსის ოპოზიციის ლიდერი სვეტლანა ტიხანოვსკაიაც და ამბობს, რომ თუ რუსეთის იმპერიული აგრესია არ იქნება შეჩერებული, ის მხოლოდ გაიზრდება.
„ბელარუსებმა და უკრაინელებმა ეს ძალიან კარგად იციან. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს მოსახლეობის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტსა და ევროპულ მისწრაფებებს“, — წერს ტიხანოვსკაია.
On this day, 16 years ago, Russia began its invasion of Georgia. If imperial aggression is not stopped, it will only grow. Belarusians & Ukrainians know this all too well. We support the territorial integrity, sovereignty & European aspirations of the people of Sakartvelo 🇬🇪. pic.twitter.com/4AawHkFJ20 — Sviatlana Tsikhanouskaya (@Tsihanouskaya) August 7, 2024
საქართველოში რუსეთის შეიარაღებული ძალების შემოჭრიდან და 2008 წლის აგვისტოს ომის დაწყებიდან 16 წელი გავიდა. ოფიციალური მონაცემებით, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს საომარი მოქმედებების შედეგად საქართველოს მხრიდან დაიღუპა თავდაცვის სამინისტროს 170 მოსამსახურე, 14 პოლიციელი, 224 სამოქალაქო პირი. დაჭრილ და დაშავებულ სამოქალაქო და სამხედრო პირთა რაოდენობამ 2 232 შეადგინა. ამასთან, თბილისმა დაკარგა კონტროლი კოდორის ხეობასა და ახალგორის რაიონზე.
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ოფიციალურად 2008 წლის 7 აგვისტოს, 23:35 წუთზე გასცა სამხედრო ოპერაციის ბრძანება. რიგი წყაროები მიუთითებენ, რომ ამ დროისთვის საქართველოში უკვე შემოჭრილი იყო რუსეთის რეგულარული არმია, თუმცა მოსკოვის პოზიციაა, რომ ისინი საპასუხოდ, 8 აგვისტოს შემოვიდნენ. იმის მიხედვით, რომელ მხარეს მიიჩნევენ კონფლიქტის ინიციატორად, საქართველო და საერთაშორისო საზოგადოება ომის წლისთავს 7 ან 8 აგვისტოს აღნიშნავენ.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – საელჩოებმა და უცხოელმა აქტორებმა თავის დაფინანსებულ „ენჯეოებსა“ და პარტიებს, რომლებსაც ხშირად ეხუტებიან ოპოზიციიდან, უნდა მოუწოდონ, არჩევნები აღიარონ, ეს არის დემოკრატია

პეტრე ცისკარიშვილი “ქართულ ოცნებაზე” – იციან, რომ სწორედ “ნაციონალურ მოძრაობასთან” მარცხდებიან, ამიტომ გვიგზავნიან “ტიტუშკებს”, ვერ წარმოუდგენიათ, რომ რამდენიმე კვირაში ძალაუფლების სათავიდან სახლში მოუწევთ წასვლა, ეს არის მათი ღამის კოშმარი

პეტრე ცისკარიშვილი – მათ იციან, რომ სწორედ “ნაციონალურ მოძრაობასთან” მარცხდებიან, ამიტომ გვიგზავნიან “ტიტუშკებს”, ვერ წარმოუდგენიათ, რომ რამდენიმე კვირაში ძალაუფლების სათავიდან სახლში მოუწევთ წასვლა, ეს არის მათი ღამის კოშმარი