ირაკლი კირცხალია სააკაშვილზე – ვერ ვხვდები, რა პრობლემას ხედავენ აღკვეთის ღონისძიებაში, პირიქით, რა სასჯელსაც იხდის, ის შთანთქავს საზღვრის კვეთის სასჯელს – ლეგიტიმური ეჭვი გვიჩნდება, იყო რაღაც გარიგება სალომე ზურაბიშვილთან, რომ უნდა მომხდარიყო მისი შეწყალება

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი კირცხალია, სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთაზე, მიხეილ სააკაშვილის მიმართ პატიმრობის შეფარდებაზე “ნაციონალური მოძრაობის” და თავად ყოფილი პრეზიდენტის განცხადებებს ეხმაურება.
კირცხალიას განცხადებით, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდება სააკაშვილისთვის არანაირი პრობლემა არ უნდა იყოს, ვინაიდან ამ სასჯელს შთანთქავს ის სასჯელი, რომლის მოხდაც უკვე დაწყებული აქვს. მისივე თქმით, არსებობს ლეგიტიმური ეჭვი, რომ არსებობდა გარიგება, რომ უნდა მომხდარიყო ზურაბიშვილის მიერ სააკაშვილის შეწყალება.
“ნამდვილად ვერ ვხვდები, რა პრობლემას ხედავენ ამ აღკვეთის ღონისძიებაში, პირიქით, რა სასჯელსაც იხდის, რეალურად, ეს სასჯელი შთანთქავს ამ [საზღვრის კვეთის] სასჯელს. ერთადერთი, რისი ლეგიტიმური ეჭვიც გვიჩნდება არამარტო ჩვენ, არამედ საზოგადოებას, დარწმუნებული ვარ, იყო რაღაც გარიგება სალომე ზურაბიშვილთან, რომ უნდა მომხდარიყო მისი შეწყალება და ალბათ ეს ჩაეყარათ წყალში.” – აღნიშნა ირაკლი კირცხალიამ.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ