ალექსანდრე თვალჭრელიძე – რაც არ უნდა გაეკეთებინა საქართველოს მთავრობას, რუსეთ-საქართველოს ომი მაინც დაიწყებოდა

საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე “ინტერპრესნიუსი“ საქართველოს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტს, ალექსანდრე თვალჭრელიძეს ესაუბრა.
– ბატონო ალექსანდრე, ამ დღეებში 2008 წლის აგვისტოს საქართველო-რუსეთს შორის ომის მე-16 წლისთავია.
მას შემდეგ, რაც 2022 წელს რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი ომი დაიწყო, მანამდე, 2014 წელს უკრაინის ს ანექსია მოახდინა და დონბასში ხელოვნურად შექმნა დონბასისა და ლუგანსკის რესპუბლიკები და პოსტსაბჭოთა სივრცის მიმართ თავისი გეგმები ცხადად ჩამოაყალიბა, მმართველი გუნდი აგრძელებს 2008 წლის ომში წინა ხელისუფლების დადანაშაულებას.
„ნაციონალებმა სრულად უნდა აგონ პასუხი 2008 წელს დაკვეთის შესრულებაზე და ქვეყნის ომში ჩართვაზე“ – განაცხადა ამას წინათ „ქართული ოცნების ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა.
დარწმუნებული ვარ, რუსეთთან ომი არც პრეზიდენტ ზელენსკის და არც უკრაინელ ხალხს არ უნდოდა, მაგრამ, მას შემდეგ რაც მოსკოვმა უკრაინის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი ომი დაიწყო, მოუწიათ ომში სთვის წინააღმდეგობის გაწევა.
რუსეთმა ში ომის დაწყებით კოლექტიურ დასავლეთს საერთაშორისო სამართალი თავზე გადაახია და „ცივი ომის“ შემდეგ ჩამოყალიბებულ უსაფრთხოების სისტემას საფრთხეები შეუქმნა, დასავლეთიც იძულებული გახდა დახმარებოდა უკრაინას. თუ ამ ომთან დაკავშირებით ხელისუფლების რიტორიკას დავაკვირდებით, მმართველი გუნდი უკრაინაში მიმდინარე ომში ბრალს მოსკოვს კი არა, დასავლეთს სდებს.
რას შეიძლება ნიშნავდეს აგვისტოს ომის მე-16 წელს 2008 წლის ომთან დაკავშირებით ჩვენი ხელისუფლების რიტორიკა და წინა ხელისუფლების მიმართ ბრალდებები?
– აუცილებელია ერთმანეთისაგან ცალსახად გავარჩიოთ პოლიტიკური ნარატივი, რომელსაც ხშირად საფუძვლად არაფერი უდევს და რეალურად განვითარებული პროცესები. ძალიან მიკვირს, რომ ასეთი რეალური და არც თუ ისე რთული ანალიზი ვერც ერთი ანალიტიკოსის ნაშრომში ვერ ამოვიკითხე. მართალია, შესაძლებელია ეს ჩემი უწიგნურობის ბრალია.
უპირველესად, გავითვალისწინოთ ს სიტყვები, რომ მეოცე საუკუნის ყველაზე დიდი ტრაგედია არა პირველი ან მეორე მსოფლიო ომები, არა ჰოლოკოსტი, არა სტალინისა დუ ჰიტლერის რეპრესიების მსხვერპლი, არამედ საბჭოთა კავშირის დაშლა იყო. დავაკვირდეთ ამ სიტყვებს, რომელთა უკან შესაბამისი იდეოლოგიაა.
როგორც ყველა ჩია ტანის დიქტატორს, მაგალითად იულიუს კეისარს, ნაპოლეონს, ფრანცისკო ფრანკოს, ბენიტო მუსოლინის, ვლადიმერ ლენინს, იოსებ სტალინს, თუნდაც ადოლფ ჰიტლერს, ვლადიმერ პუტინს აშკარად გამოკვეთილი ეტატისტური მსოფლმხედველობა ახასიათებს და მისთვის სახელმწიფოს თუნდაც უმნიშვნელო პრობლემები ადამიანის თავისუფლებასა და სიცოცხლეზე მაღლა დგას.
მოარული, გადაუმოწმებელი ხმებით, პუტინმა თურმე დასძინა: „რად მინდა სიცოცხლე, თუ ამაყი რუსეთი არ იარსებებს“. ყველაზე დიდი უბედურება კი ის არის, რომ მის მახინჯ აზროვნებაში საბჭოთა კავშირი და რუსეთი ერთი და იგივე ქვეყანაა, რომელიც ურყევ საზღვრებში უნდა არსებობდეს.
საბჭოთა კავშირის აღდგენა პუტინმა საქართველოდან დაიწყო. მან ერთხელ თქვა, რომ საქართველოში ომისთვის იგი 2006 წლიდან ემზადებოდა და ამიტომაც რუსული სამხედრო ბაზები ქვეყნიდან გაიყვანა. ასე, რომ ნუ იქნება ქალბატონი სალომე ასეთი ამაყი თავისი დიპლომატიური მიღწევებით
საქართველოში ომი კი პუტინს სა და სამხრეთ ოსეთის საქართველოდან ჩამოშორებისთვის უნდოდა, თანაც ისე, რომ გაეროს წესდება უხეშად არ დაერღვია. ამისთვის კი მან კოსოვოს პრეცედენტი გამოიყენა, რომელიც, ჩემი აზრით, პრეზიდენტ ბუშის გამოუსწორებელი შეცდომა იყო.
ამრიგად მიმაჩნია, რომ ურთიერთბრალდებები რუსეთ-საქართველოს ომის გამომწვევი მიზეზების გამო არაფრის მომცემია. რაც არ უნდა გაეკეთებინა საქართველოს მთავრობას, ომი მაინც დაიწყებოდა.
საქართველოში ომი კი პუტინს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საქართველოდან ჩამოშორებისთვის უნდოდა, თანაც ისე, რომ გაეროს წესდება უხეშად არ დაერღვია. ამისთვის კი მან კოსოვოს პრეცედენტი გამოიყენა, რომელიც, ჩემი აზრით, პრეზიდენტ ბუშის გამოუსწორებელი შეცდომა იყო
ამავე კონტექსტში უნდა განვიხილოთ 2014 წლის ყირიმის ანექსია, და აღმოსავლეთ უკრაინაში იმ დროს განვითარებული მოვლენები. რუსეთ-უკრაინის ომი კი ნეო ექსპანსიონისტური პოლიტიკის გაგრძელებაა, თუმცა ამას პირადი შურისძიების ელემენტიც ემატება.
– პრეზიდენტი მედიას შეხვდა და საგარეო და საშინაო პოლიტიკაზე განცხადებებიც გააკეთა.
პრეზიდენტმა საკმაოდ კრიტიკულად შეაფასა ხელისუფლების საგარეო და საშინაო პოლიტიკა. პრეზიდენტმა თქვა – „მტერი არის რუსეთი, რაც „ოცნებამ“ როგორც ჩანს, დაივიწყა“. მისივე თქმით, “ყველაფერი შეჩერებულია არჩევნებამდე – ნების გამოხატვის შემდეგ ყველაფრის აღდგენა შესაძლებელი იქნება“. მან ასევე თქვა, – „აღმაშფოთებელია პრემიერის სიტყვები, რომ თურმე, ოკუპირებული ტერიტორიები არის მოცემულობა“.
მას შემდეგ, რაც პრეზიდენტის ინიციატივით შემუშავდა „ქართული ქარტია“ , რომელზეც ოპოზიციურმა პარტიებმა ხელი მოაწერეს, პრეზიდენტი საჯაროდ პირველად გამოჩნდა.
ახლა როცა არჩევნებამდე 85 დღეღაა დარჩენილი, თქვენ როგორ შეაფასებდით პრეზიდენტის გააქტიურებას, მის მიერ საშინაო და საგარეო პოლიტიკაზე გაკეთებულ კრიტიკულ შეფასებებს მმართველი გუნდის მისამართით?
– პოლიტიკურ განცხადებებს, რასაკვირველია, დიდი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ რეალური პროცესები პრიორიტეტულია. ქარტიაც კარგია, მისი ხელმოწერაც კარგია, მაგრამ, როგორც ჩანს, ერთიანი ოპოზიციური ფრონტის ჩამოყალიბება არარეალურია, თანაც არა მგონია, რომ შედეგიანი გამოდგეს.
მთავარ ოპოზიციურ ძალად ისევ „ნაცმოძრაობა“ გვევლინება და საქართველოში ძალიან ბევრია ადამიანი, რომლისთვისაც ეს პარტია აბსოლუტურად მიუღებელია. ტყუილად ხომ არ ეძახის „ქართული ოცნება“ ყველა მეტ-ნაკლებად რეიტინგულ პარტიას „გაერთიანებულ ნაციონალურ მოძრაობას“.
ახლა თქვენ კითხვას დავუბრუნდეთ. პრეზიდენტის კრიტიკა არახალია, ეს ყველაფერი უკვე არაერთხელ თქმულა, ისიც გასაგებია, რომ ს შემდეგ დასავლეთის საქართველოსთან მიმართებაში პოლიტიკის გადატვირთვა მოხდება, რომელ მხარეს – ამას არჩევნების შედეგები გვაჩვენებს.
პრეზიდენტის კრიტიკა არახალია, ეს ყველაფერი უკვე არაერთხელ თქმულა, ისიც გასაგებია, რომ არჩევნების შემდეგ დასავლეთის საქართველოსთან მიმართებაში პოლიტიკის გადატვირთვა მოხდება, რომელ მხარეს – ამას არჩევნების შედეგები გვაჩვენებს
ის, რაც ახლა ხდება, კი სავსებით გასაგებია. ქართველ პოლიტიკოსებს საქართველოს ბედი კი არ აინტერესებთ, არამედ, როგორი გულდასაწყვეტიც არ უნდა იყოს, თავის ადგილი პოლიტიკურ პროცესში.
ყველა მოვლენა, რომელსაც თვალნათლივ ვხედავთ, ზუსტად ამ თვალთახედვით უნდა გავაანალიზოთ, მაგალითად, ერთ-ერთი მთავარი იდეოლოგის ჩამოშორება ოპოზიციური პარტიიდან. მიხვდებით, ვისაც ვგულისხმობ.
– პრეზიდენტმა კითხვაზე არსებობს თუ არა ქარტიის ხელმომწერებს შორის ტექნიკურ მთავრობაზე შეთანხმება უპასუხა – „არა, ჭიდაობენ ჯერ“.
მას ასევე თქვა – „ვაგრძელებ ქმედებებს, რაც მევალება, ეს არ ნიშნავს რომ რომელიმე უწყების ან ინსტიტუტის დამოუკიდებლობას, ან ლეგიტიმურობას ვაღიარებ – მაინტერესებს როგორ შევლენ ისტორიაში ჩვენი საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები“. გარდა ამისა, პრეზიდენტმა დებატებში გამოიწვია. ამ თემაზე მმართველი გუნდიდან დეპუტატმა ღუდუშაურმა თქვა – „რაის დებატები – ტოლი ნახოსო“!
გაქვთ იმის მოლოდინი, რომ „არაევროპულ კანონთან“ პრეზიდენტის სარჩელთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლო სამართლებრივ გადაწყვეტილებას მიიღებს და „შევა ისტორიაში“?
თქვენი აზრით, ბატონი ივანიშვილი მიიღებს პრეზიდენტის წინადადებას და დათანხმდება და მონაწილეობას მიიღებს მასთან დებატებში?
– შეიძლება ვცდები, მაგრამ ორივე კითხვაზე ჩემი პასუხი უარყოფითია, თუმცა საკონსტიტუციო სასამართლოს განაჩენი საბოლოო არ იქნება, წინ სტრასბურგის სასამართლოცაა.
საერთოდ, ამ ბოლო დროს პრეზიდენტის როლი მკვეთრად გაიზარდა და „ქართული ოცნების“ წარმომადგენელთა შეურაცხმყოფელი სიტყვები ზუსტად პრეზიდენტის ინსტიტუციური და პირადი მნიშვნელობის დაკნინებას ემსახურება.
მაგრამ ჩვენ კარგად ვისწავლეთ პწკარებს შორის კითხვა და, ჩემი აზრით, ამ მცდელობასაც ზუსტად საწინააღმდეგო შედეგი ექნება: თუ გინდა ადამიანის მნიშვნელობა შეასუსტო, მას საერთოდ ყურადღება არ უნდა მიაქციო.
– პრეზიდენტის ამ განცხადებამდე, ბევრი თვლიდა, რომ ოპოზიცია პრეზიდენტ ზურაბიშვილისაგან დისტანცირებას ცდილობს.
საგარეო პოლიტიკის საკითხებთან დაკავშირებით პრეზიდენტის საკმაოდ მკაფიო განცხადებების შემდეგ, პრეზიდენტთან თანამშრომლობის რა ფორმასა და გზას აირჩევს ოპოზიცია?
– არ ვიცი, საერთოდ, ნუ მოვათავსებთ მთლიანად ოპოზიციას ერთ ქვაბში; ოპოზიციურ პარტიებს მხოლოდ „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ ქმედებები აერთიანებს, თორემ მათ შორის წინააღმდეგობა, კონკურენცია, ლატენტური ბრძოლა საკმაოდ აქტიურია.
ამიტომ ზოგი პარტია პრეზიდენტს დაშორდება, ოღონდ მალულად, ზოგიც მის გარშემო გაერთიანდება.
– მოვისმინეთ პრეზიდენტის განცხადებებსა და გეგმებზე ხელისუფლების რეაქციები და საერთო დამოკიდებულება.
მაგრამ, მაინც გკითხავთ – ზურაბიშვილის განცხადებებსა და გეგმებთან დაკავშირებით, სავარაუდოდ მოქმედების რა გზას აირჩევს მმართველი პოლიტიკური გუნდი?
– როგორც გითხარით, მმართველი გუნდი შეეცდება პრეზიდენტს შეურაცხმყოფელი განცხადებებით უპასუხოს და შექმნას ილუზია, რომ პრეზიდენტი არ არის პოლიტიკური ფიგურა და მის ქმედებებს ყურადღება საერთოდ არ უნდა მიექცეს. ხელისუფლების ქმედებების პრეზიდენტის მიმართ თავიდანვე განწირულია. ისინი საარჩევნო ყუთებთან მისული ადამიანების განწყობაზე დიდ გავლენას ვერ იქონიებს.
ხელისუფლების ქმედებების პრეზიდენტის მიმართ თავიდანვე განწირულია. ისინი საარჩევნო ყუთებთან მისული ადამიანების განწყობაზე დიდ გავლენას ვერ იქონიებს
– პრემიერმა ირაკლი – „აშშ-სგან შემხვედრ ნაბიჯებს ველითო“. არადა, იმის გამო, რომ მმართველმა გუნდმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალეობის შესახებ კანონი მიიღო, აშშ-მ ლუგარის ლაბორატორიის 10 მილიონი ლარით დაფინანსება შეაჩერა.
მანამდე აშშ-მ და რიგმა ევროპულმა ქვეყანამ თქვა უარი საქართველოში დაგეგმილ სამხედრო წვრთნებში მიეღო მონაწილეობა. სახელმწიფო დეპარტამენტმა ჩვენი მთავრობისთვის გადასაცემი 95 მილიონის გადაცემა შეაჩერა. ამერიკის მსგავსად ევროკავშირმა აღარ დააფინანსა 30 მილიონი ევროთი თავდაცვის სამინისტრო.
როგორც ამბობენ ევროკავშირი მუნიციპალური პროექტების შეჩერებას გეგმავს, რაც დაახლოებით მუნიციპალიტეტების პროექტების განხორციელებისთვის მძიმე დარტყმა იქნება.
ყველაფერ ამის ფონზე მმართველი გუნდი აგრძელებს მტკიცებას, რომ ქვეყანას ევროკავშირში 2030 წელს გააწევრიანებს და უკრაინა-რუსეთის ომის დასრულების შემდეგ აშშ-სთან ურთიერთობები დალაგდება.
იმ რიტორიკის ფონზე, რასაც მმართველი გუნდისგან გვესმის, გაუგებარია რას ეფუძნება ევროპული და ამერიკული მიმართულების ურთიერთობების გამოსწორების პერსპექტივა. თქვენი აზრით, რას ეფუძნება და რამდენად საფუძვლიანია ხელისუფლების ოპტიმიზმი?
– პრემიერმა უკვე მიიღო „აგენტების“ კანონზე აშშ-ს „შემხვედრი ნაბიჯები“. აბა, რას ელოდნენ? მთლად მიამიტები ხომ არ არიან?
ხელისუფლებას ეჩვენება, რომ მის მიმართ დასავლელი პარტნიორების დამოკიდებულების გამოვლინებები ყველაფერი მოკლევადიანია, არჩევნების შემდეგ თავის პოლიტიკას ხავერდოვნად შეცვლიან და ყველაფერი status quo-ს დაუბრუნდება. ნურას უკაცრავად. პარტნიორმა ერთხელ თუ ამოწურა ნდობის ლიმიტი, მისი აღდგენა შეუძლებელია.
ხელისუფლებას ეჩვენება, რომ მის მიმართ დასავლელი პარტნიორების დამოკიდებულების გამოვლინებები ყველაფერი მოკლევადიანია, არჩევნების შემდეგ თავის პოლიტიკას ხავერდოვნად შეცვლიან და ყველაფერი status quo-ს დაუბრუნდება. ნურას უკაცრავად. პარტნიორმა ერთხელ თუ ამოწურა ნდობის ლიმიტი, მისი აღდგენა შეუძლებელია
გარდა ამისა, როგორც არაერთხელ მითქვამს, თორმეტწლიანი მმართველობა ხრწნის ცნობიერებას. გავიხსენოთ, რომ, მაგალითად, ანგელა მერკელი, რომელსაც კიდევ ერთი არჩევნების მოგება თავისუფლად შეეძლო, ნებაყოფლობით ჩამოშორდა პოლიტიკას, საკმარისიაო. აი, სწორედ ეს არის დემოკრატია და დასავლური ფასეულობანი, და არა ის იდეოლოგია, რომელიც „ქართული ოცნებას“ 2030 წლისთვის სურს შემოგვთავაზოს.
– აშშ-ს არჩევნების თემას გვერდს ვერ აუვლით. „კვირის პალიტრისთვის“ მიცემულ ინტერვიუში თქვენ თქვით – „ტრამპი შეიძლება პუტინს გაურიგდეს, და ჩვენც ათასგვარ უბედურებაში გაგხვიოს“.
დამკვირვებელთა უმეტესობა თანხმდება, რომ „ტრამპმა რომ მოინდომოს ამ ომს ასე ადვილად ვერ დაამთავრებს“ .
ბაიდენიც უკომპრომისო იყო რუსეთთან მიმართებაში და სავარაუდოდ, კამილა ჰარისიც უკომპრომისო იქნება. მაგრამ, ბაიდენის აშშ-მ სანქცირებულ მოსკოვის საფონდო ბირჟასთან ფინანსური ოპერაციების წარმოება 12 ოქტომბრამდე დაუშვა.
ანუ, რუსეთს როგორც კი შეექმნა რეალური დეფიციტი დოლარის, ვაშინგტონმა პრაქტიკულად ხელი შეუწყო. არაა გამორიცხული ეს ამასწინანდელი გაცვლის ნაწილიც იყოს, მაგრამ, მოსკოვის ბირჟაზე სანქციების მოხსნაც რომ პასუხგაუცემელ კითხვებს აჩენს ფატია . . .
– თქვენ ძალიან რთულ საკითხს შეეხეთ, რომელსაც ორი სიტყვით ვერ ავხსნი. საფონდო და სანედლეულო ბირჟები ურთულესი ეკონომიკური მანქანებია, რომლებსაც სპეციფიკური ინსტრუმენტები ახასიათებს.
ორი სიტყვით, ბაიდენმა ამ გახანგრძლივებით მოსკოვი კი არ დაიცვა, არამედ ამერიკელი ინვესტორები, რომლებიც რუსული აქტივებისა და ნედლეულით ვაჭრობაში იყვნენ ჩართულები. მან ამ ინვესტორებს უთხრა: დაასრულეთ თქვენი კონტრაქტები და სხვა აქტივებს მოკიდეთ ხელი.
ბაიდენმა ამ გახანგრძლივებით მოსკოვი კი არ დაიცვა, არამედ ამერიკელი ინვესტორები, რომლებიც რუსული აქტივებისა და ნედლეულით ვაჭრობაში იყვნენ ჩართულები. მან ამ ინვესტორებს უთხრა: დაასრულეთ თქვენი კონტრაქტები და სხვა აქტივებს მოკიდეთ ხელი
– არჩევნებამდე 85 დღეღაა დარჩენილი. ამას წინათ „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში გაქვთ ნათქვამი – „თუ პრინციპული სიახლეები არ გამოჩნდა, 2024 წლის არჩევნები ყველაზე არაპოპულარული არჩევნები იქნება ჩვენ უახლეს ისტორიაში და ამომრჩეველთა მობილიზება ძალიან გაჭირდება“.
დარწმუნებული ვარ დაწყებულ და მიმდინარე წინასაარჩევნო კამპანიასთან დაკავშირებით თვალს ადევნებთ. ახლაც ახლაც ფიქრობთ, რომ პოლიტიკურ სუბიექტებს გაუჭირდებათ „ამომრჩეველთა მობილიზება?
– ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ოპოზიცია ამ არჩევნებში მონაწილეობის ინტერესს გააჩენს. ამასთან, როგორც ვისაუბრეთ, პრინციპული სიახლეები გაჩნდა.
მიმაჩნია, რომ გამოწვევები თანამედროვე მსოფლიოში ძალიან ბევრია. აგერ ეტნაც გააქტიურდა, რაც ძალიან საშიშია, თუ გინდათ აგიხსნით რატომ ირან-ს კონფლიქტიც კრიტიკულ ზღვარს აღწევს და რეალურია უსასტიკესი ომის ალბათობაც.
ჩვენ კი ჩვენ ქვაბში ვიხარშებით, თითქოს არ ვცხოვრობდეთ რეალურ მსოფლიოში. მეჩვენება, რომ ის პარტია უფრო წარმატებული იქნება, ვინც მსოფლიო პროცესებზე ადეკვატურ პასუხს შემოგვთავაზებს.
მეჩვენება, რომ ის პარტია უფრო წარმატებული იქნება, ვინც მსოფლიო პროცესებზე ადეკვატურ პასუხს შემოგვთავაზებს
და კიდევ ერთი. ორიოდე დღის წინ გარდაიცვალა ჩემი მეგობარი, ბრწყინვალე ანალიტიკოსი, ექსპერტთა კლუბის დამფუძნებელი და უბადლო მემანქანე, ბატონი სოსო ცისკარიშვილი. ჩვენ კი ვდუმვართ. ზუსტად ასეთი ადამიანების დეფიციტია ეხლა. მაინც უმადურები ვართ, ქართველები.
„ინტერპრესნიუსი“
კობა ბენდელიანი