ნიგერი აფრიკის მეორე სახელმწიფოა, რომელმაც უკრაინასთან ურთიერთობა გაწყვიტა მალელ მეამბოხეთა შესახებ განცხადებების გამო

ნიგერის მმართველმა სამხედრო ხუნტამ გამოაცხადა, რომ სთან დიპლომატიურ კავშირს წყვეტს – რითიც გახდა აფრიკის მეორე სახელმწიფო, რომელმაც კიევთან ურთიერთობა შეწყვიტა უკრაინის ოფიციალური პირის განცხადებების გამო, რომელიც მეზობელ მალიში მეამბოხეების მხარდაჭერად იქნა აღქმული.
ამ განცხადების ფონია ს მხრიდან საჰელის რეგიონში გავლენის გაფართოება, მხარდაჭერით იმ სამხედრო რეჟიმებისა, რომლებსაც უპირისპირდებიან სეპარატისტი და ისლამისტი მეამბოხეები.
უკრაინას ჯერჯერობით განცხადება არ გაუვრცელებია ნიგერის ნაბიჯზე. მანამდე, 4 აგვისტოს კიევთან დიპლომატიური კავშირი გაწყვიტეს მალის სამხედრო მმართველებმაც, თითქოს მისი ჩართულობის გამო – რასაც უკრაინა უაარყოფს – მეამბოხეთა მიერ მოწყობილ თავდასხმაში, რასაც ათობით მალელი ჯარისკაცი და რუსი დაქირავებული მებრძოლი ემსხვერპლა.
“ნიგერის რესპუბლიკის ხელისუფლებამ, მალის ხელისუფლებისა და ხალხის სრული სოლიდარობით, მის სუვერენიტეტზე დაყრდნობით გადაწყვიტა გაწყვიტოს დიპლომატიური კავშირი ნიგერის რესპუბლიკასა და უკრაინას შორის. გადაწყვეტილება ძალაში დაუყოვნებლივ შედის” – გამოაცხადა მთავრობის პრესმდივანმა, აბდურაჰმანე ამადუმ 6 აგვისტოს, გვიან საღამოს, სატელევიზიო გამოსვლაში.

ასევე დაგაინტერესებთ

გაერთიანებული სამეფოს ელჩი გარეტ უორდი – „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონი არის არაპროპორციული, ახშობს სიტყვის თავისუფლებას და ახდენს მათ სტიგმატიზაციას, ვინც საზოგადოებისთვის სასარგებლო საქმეს აკეთებს