ვინ დაზარალდა ყველაზე მეტად გლობალურ საფონდო ბირჟაზე მკვეთრი ვარდნის შედეგად?

გლობალურ საფონდო ბირჟაზე ორშაბათს დაფიქსირებული მკვეთრი ვარდნის შედეგად, მსოფლიოს უმსხვილეს კომპანიათა აქციათა ღირებულება მნიშვნელოვნად შემცირდა. აქციათა ფასის ვარდნა უმდიდრეს ადამიანთა ქონებაზეც აისახა.
საფონდო ბირჟაზე კომპანიათა აქციების ფასების ვარდნის შედეგად, ამერიკის შეერთებული შტატების შვიდი უმსხვილესი ტექნოლოგიური კომპანიის – Amazon-ის, Apple-ის, Meta-ს, Google-ის მფლობელი Alphabet-ის, Microsoft-ის, Nvidia-სა და Tesla-ს – საბაზრო კაპიტალიზაცია კოლექტიურად $1 ტრილიონით შემცირდა. შესაბამისად, შემცირდა იმ მილიარდერთა ქონების წმინდა ღირებულებაც, რომელთა სიმდიდრის უდიდესი ნაწილი სწორედ ამ კომპანიების აქციებზე მოდის.
ვრცლად forbes.ge – ზე

ასევე დაგაინტერესებთ