გია ხუხაშვილი: თუ ბიძინა ბუჩქებში დარჩება ვაია, თუ გამოვა ვუია…

“ცოტა ხანს დავასვენოთ ჩვენი ჟურნალისტები და მოსაზრებები ფბ-მონოლოგის რეჟიმში გადავიტანოთ.
თუ ცოტა წინ გავიხედავთ და მოვლენების განვითარების ვარიანტების მოდელირებას მოვახდენთ, დავინახავთ, რომ პოლიტიკური ლოგიკა ბიძინას უბიძგებს პრეზიდენტის პოსტის დაკავებისკენ.
ქართული ოცნება მოიგებს, თუ წააგებს არჩევნებს, ივანიშვილს ორივე შემთხვევაში სჭირდება მაღალი დონის პოლიტიკური იმუნიტეტი, რათა შეეცადოს დაიცვას საკუთარი უსაფრთხოება და კეთილდღეობა. პრეზიდენტობის შანსი მას ს წაგების შემთხვევაშიც ექნება. ეს კი გარდა პირადი პრობლემების გადაწყვეტისა, საჭიროების შემთხვევაში მას შეუქმნის სერიოზულ პლატფორმას რევანშისთვის. მითუმეტეს, თუ რიგგარეშე არჩევნები შედგა.
თუმცა, მისთვის უკიდურესად არაკომფორტულია საპარლამენტო არჩევნებამდე საკუთარი სურვილის გამჟღავნება იმ პირობებში, როდესაც ოპოზიციამ ფაქტობრივად ერთხმად დაუჭირა მხარი ს კანდიდატურას.
ამ შემთხვევაში, ის იძულებული გახდება მიიღოს ზურაბიშვილის გამოწვევა და შევიდეს მასთან პოლემიკაში, რაც ესმის რომ სრულიად დაანგრევს მისი უძლეველობის მითოლოგიას.
ამიტომ ვიხილეთ ჩვენ სალომეს მხრიდან დებატების შეთავაზებაზე სრული ისტერია მისი ხელის ბიჭების მხრიდან.
მეორეს მხრივ, როდესაც ოპოზიცია თანხმდება საერთო კანდიდატზე, ხოლო ხელისუფლება დუმს, ეს არის მათი შიშების დემონსტრირება და შესაბამისად სერიოზული კოზირი ოპოზიციის ხელში რისი გათამაშებაც საუკეთესოდ შეიძლება.
კიდევ უკეთესი იქნება, თუ ოპოზიცია შეთანხმდება პრემიერ-მინისტრობის კანდიდატზეც, რომლის საპირწონეს წარმოდგენაც ასევე გაუჭირდება ხელისუფალს.
ჩათვალეთ, რომ ამ შემთხვევაში ოპოზიციას ეყოლება ორი დამატებითი ორთქლმავალი ოქრო-ვერცხლით დატვირთული, მაგრამ უძრავად მდგომი სახელისუფლებო ვაგონების წინააღმდეგ.
ეს ყველაფერი უნდა გახდეს საარჩევნო კამპანიის ერთ-ერთი მთავარი ტაქტიკური ხაზი.
თუ ბიძინა ბუჩქებში დარჩება ვაია, თუ გამოვა ვუია…” – წერსპოლიტილოგი სოციალურ ქსელში.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – 26 ოქტომბრის არჩევნები ეს არის რეფერენდუმი, სადაც ხალხმა უნდა გადაწყვიტოს, ირჩევს ომს თუ ირჩევს მშვიდობას, ირჩევს გარე ძალების მიმართ მონურ დამოკიდებულებას თუ ირჩევს სახელმწიფოებრივ დამოუკიდებლობას

ირაკლი კობახიძე – 2012 წლის 1-ელ ოქტომბერს ერთად დავასრულეთ უცხოური აგენტურის ავტორიტარული მმართველობა – ამ ადამიანების მოღალატეობრივი დანაშაული ჩვენს ქვეყანას ტერიტორიის 20 პროცენტის დაკარგვად დაუჯდა

ბიძინა ივანიშვილი – კახეთი, საქართველოს ძლიერების ერთ-ერთი მთავარი ფუნდამენტია, ასე იყო უწინაც, ასეა ახლაც – ისტორიამ ჩვენი ქვეყნისთვის ბრძოლა გარგუნათ ბედად და თქვენც, პირნათლად ასრულებდით დაკისრებულ მოვალეობას

კახა კალაძე – რაც უფრო ახლოვდება არჩევნები, მით უფრო იმატებს ზეწოლა ქვეყნის გარედან, რაც გამოიხატება კრიტიკულ განცხადებებში, არაფრისმთქმელ რეზოლუციებში, მთელ რიგ პროვოკაციებში, მუქარებში