მიხეილ სააკაშვილი – 2008 წელს ჯარმა მაგრად დადგომით, ხალხმა ქუჩაში გამოსვლით, მე თბილისში დარჩენით და მსოფლიოს ფეხზე დაყენებით, პარტნიორებმა აქ ჩამოსვლით და ამერიკელებმა ფლოტის გამოგზავნით სახელმწიფოებრიობა გადავარჩინეთ

2008 წელს ჩვენმა ჯარმა მაგრად დადგომით, ხალხმა ქუჩაში გამოსვლით, მე თბილისში დარჩენითა და მსოფლიოს ფეხზე დაყენებით, ჩვენმა პარტნიორებმა თბილისში ჩამოსვლითა და ამერიკელებმა ფლოტის გამოგზავნით საქართველოს სახელმწიფოებრიობა გადავარჩინეთ,- ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
როგორც ის აღნიშნავს, ტყვეობაში ამყოფებენ მხოლოდ იმიტომ, რომ მტერს საქართველო არ ჩააბარა.
„2008 წელს ჩვენმა ჯარმა მაგრად დადგომით, ხალხმა ქუჩაში გამოსვლით, მე თბილისში დარჩენითა და მსოფლიოს ფეხზე დაყენებით, ჩვენმა პარტნიორებმა თბილისში ჩამოსვლითა და ამერიკელებმა ფლოტის გამოგზავნით საქართველოს სახელმწიფოებრიობა გადავარჩინეთ.
მე ტყვეობაში მამყოფებენ მხოლოდ იმიტომ, რომ მტერს საქართველო არ ჩავაბარე.
მაშინ მტერმა ვერ დაგვიპყრო და ტრაგედიაა, რომ რაც ჩვენი ძალით დავიცავით, ახლა ხელახლა გვაქვს მოსაპოვებელი.
26 ოქტომბერს ჩვენ ხელმეორედ 1991 წლის შემდეგ, საქართველოს დამოუკიდებლობა და თავისუფლება გვაქვს აღსადგენი“, – წერს სააკაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ