მედია – ისრაელმა შეერთებულ შტატებს აცნობა, რომ „ჰამასის“ ლიდერის მკვლელობის უკან ის იდგა

“ჰამასის” ლიდერის, ისმაილ ჰანიეს მკვლელობის შემდეგ ისრაელმა შეერთებულ შტატებს აცნობა, რომ მკვლელობის უკან ის იდგა, – ინფორმაციას Washington Post-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ბაიდენის ადმინისტრაციის წარმომადგენლები აღშფოთებულნი იყვნენ ჰანიეს ლიკვიდაციის შესახებ გადაწყვეტილების გამო და გამოხატავდნენ შეშფოთებას, რომ ამან შეიძლება შეაფერხოს ღაზაში ზავის შესახებ მიმდინარე მოლაპარაკებები.
Washington Post-ის ინფორმაციით, -ის ოფიციალური პირები ასევე აღშფოთებულნი არიან იმის გამო, რომ ისრაელმა მათ არ მიაწოდა ინფორმაცია სხვა ოპერაციების დაწყებამდეც, მათ შორის „ჰეზბოლას“ მეთაური ლიკვიდაციის შესახებ.
ამასთან, Washington Post-ი ციტირებს ისრაელელ ოფიციალურ პირს, რომლის ვინაობასაც არ ასახელებს და რომელიც ადასტურებს, რომ გასულ კვირას ს პრემიერ-მინისტრ სა და აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს შორის სატელეფონო საუბარი დაძაბული იყო.

ასევე დაგაინტერესებთ

თინა ბოკუჩავა – ევროპარლამენტარებთან განვიხილეთ ივანიშვილსა და მის გარემოცვაზე სანქციების ამოქმედების აუცილებლობა – გარწმუნებთ, ძალიან ინტენსიურად მიმდინარეობს ამ საკითხზე მუშაობა დიდ ბრიტანეთშიც

ამირან გამყრელიძე – არ შეიძლება მოსახლეობასა და სამედიცინო საზოგადოებასთან ამ ფორმით ურთიერთობა – გადაწყვეტილების მიმღებებს გთხოვთ, თავი შევიკავოთ მეტი ესკალაციისგან და მოვნახოთ ჩიხიდან გამოსავალი, ის ყოველთვის არსებობს