თურქული ტურისტული ინდუსტრიის წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ შესთავაზეს სასტუმროებს All inclusive-ს სერვისის გაუქმება, ამის შესახებ Hürriyet იუწყება.
„ყოვლისმომცველი სისტემა გახდა მნიშვნელოვანი გზა ჩვენი ტურისტული მოძრაობისთვის, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში განვითარებისა და გარღვევის პროცესშია. შედეგები, რაც ამ გზით მივიღეთ, უდაოა. თუმცა, ახალ პროცესში, რომელსაც წლების შემდეგ გავდივართ, თავიდან განხილვაა საჭირო“, – ამბობს გაზეთთან საუბარში მეწარმე ზაფერ ალკაი, რომელიც ამ სისტემის ერთ-ერთი დამფუძნებელი იყო 1990-იან წლებში.
მისი თქმით, სასტუმროების მფლობელებმა უნდა გადახედონ თავიანთ პოლიტიკას ტურისტებისთვის მიწოდებული საკვების ხარისხის გაუმჯობესების მიმართულებით.
„ტურისტები, რომლებიც საჭიროებენ მაღალი ხარისხის პროდუქტებსა და მომსახურებას, ბუნებრივია, მზად არიან გადაიხადონ შესაბამისი ფასი. აქ მნიშვნელოვანია სხვა საკითხების განხილვა“, – ხაზგასმით აღნიშნა ექსპერტმა.
გასულ წელს, ოფიციალური მონაცემებით, თურქეთს 56,7 მილიონი ტურისტი ეწვია, ამ წლის ბოლოსთვის კი ქვეყანა 60 მილიონი ტურისტის მიღებას ელის.
