აფხაზეთის ომში უგზო-უკვლოდ დაკარგული 16 ადამიანის ნეშტი ოჯახებს გადაეცა

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ცნობით, ს ომში უგზო-უკვლოდ დაკარგული 16 ადამიანის ნეშტი ოჯახებს გადაეცა.
კომიტეტის განცხადებით,ლ ევან სამხარაულის სახელობის ეროვნული ექსპერტიზის ბიუროში 5 აგვისტოს გამართულ შეხვედრაზე ოჯახებს მიეცათ შესაძლებლობა, დაესვათ შეკითხვები და მიეღოთ ინფორმაცია თავიანთი ახლობლების მოძიებისა და ამოცნობის პროცესთან დაკავშირებით.
ასევე, ნეშტები სამების საკათედრო ტაძარში გადაასვენეს, სადაც სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა.
ორგანიზაციის ინფორმაციითვე, 2013 წლიდან, სხვადასხვა ლოკაციაზე მოძიებულია 543 ადამიანის ნეშტი, აქედან 301 ამოცნობილია და გადაეცა ოჯახებს. 1992-93 წლების შეიარაღებულ კონფლიქტთან დაკავშირებით უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება სულ 1849 ადამიანი, მათ შორის სამხედრო და სამოქალაქო პირები.
გარეკანის ფოტოზე: სამოქალაქო პანაშვიდი სამების საკათედრო ტაძარში.

ასევე დაგაინტერესებთ