ევროპულმა საბჭომ უკრაინისთვის 4.2 მილიარდი ევროს გამოყოფას დაუჭირა მხარი

ევროპულმა საბჭომ Ukraine Facility პროგრამის ფარგლებში უკრაინისთვის 4.2 მილიარდი ევროს გამოყოფას დაუჭირა მხარი. ამის შესახებ ინფორმაციას ევროკავშირის საბჭოს პრესსამსახური ავრცელებს.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ ევროკავშირის Ukraine Facility პროგრამის ფარგლებში ეს რეგულარული გრანტებისა და სესხების პირველი ტრანშია, რომელიც უნდა დაეხმაროს უკრაინის მაკროფინანსურ სტაბილურობასა და მისი საჯარო ადმინისტრაციის ფუნქციონირებას.
დღეს მიღებული გადაწყვეტილებით ევროკავშირის საბჭომ დაადასტურა, რომ უკრაინამ სახსრების მიღებისთვის “უკრაინის გეგმაში” გათვალისწინებული ყველა საჭირო პირობები და რეფორმები დააკმაყოფილა. აღნიშნული რეფორმები ეხებოდა ფინანსების საჯარო მართვას, სახელმწიფოს მმართველობაში მყოფი კომპანიების მართვას, ბიზნეს გარემოს, ენერგიასა და განაღმვას. ასევე აღნიშნულია სახსრების რაც შეიძლება სწრაფად გადაცემის მნიშვნელობა უკრაინაში მძიმე ფისკალური ვითარებიდან გამომდინარე.

ასევე დაგაინტერესებთ

რეზა ფეჰლევი: დახმარების მიღების მიუხედავად, საბოლოო გამარჯვებას მაინც ჩვენივე ხელით მოვიპოვებთ. სწორედ ჩვენ, ირანელი ხალხი, საქმეს ბოლომდე მივიყვანთ ამ საბოლოო ბრძოლაში. ქუჩებში გამოსვლის დრო ახლოვდება

პროკურატურა – დედა 11 წლის შვილს, ქუჩაში მოწყალების თხოვნას აიძულებდა, უწესებდა შესაგროვებელი თანხის ოდენობას და შეგროვებამდე, როგორც ზაფხულის სიცხეში, ისე ზამთრის ცივ და წვიმიან ამინდში, სახლში დაბრუნების უფლებას არ აძლევდა