ტიმ უოლცი – ვინ არის კამალა ჰარისის ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატი?

აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებზე დემოკრატიული პარტიის კანდიდატმა, კამალა ჰარისმა მისი ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატი დაასახელა – შტატ მინესოტას გუბერნატორი, ტიმ უოლცი.
რა ვიცით ტიმ უოლცზე
სკოლის მასწავლებლის, ტიმ უოლცის პოლიტიკური კარიერა 2006 წელს დაიწყო – მაშინ იგი მინესოტას პირველი ოლქიდან წარმომადგენელთა პალატი წევრად აირჩიეს. კონგრესში მან 12 წელი გაატარა, 2018 წელს კი მინესოტას გუბერნატორი გახდა. 2022 წელს მეორეჯერ აირჩიეს თანამდებობაზე.
საგარეო პოლიტიკაში, – ეს თემა, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომის ფონზე, მნიშვნელოვანია ამ არჩევნებზე, – მას დემოკრატისთვის ტიპური შეხედულებები აქვს და პარტიის უმრავლესობის მსგავსად, ს მხარდამჭერია. უოლცს, ტრამპის ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატის, ჯეი დი ვენსის მსგავსად, ჯარშიც აქვს ნამსახურები.
რაც შეეხება შიდა პოლიტიკას, უოლცმა, გუბერნატორობისას, დემოკრატების საკმაო ქება დაიმსახურა – კანაბისის ლეგალიზაციისთვის, იარაღის თავისუფალ გაყიდვაზე შეზღუდვების დაწესებისთვის, სკოლებში უფასო სადილის დაწესებისთვის და აბორტის უფლების დაცვისთვის.
· -ის საპრეზიდენტო არჩევნებს რიგი თავისებურებები აქვს. ასე, როგორც წესი, ჯერ კიდევ არჩევნებამდე ცნობილია, თუ რომელი კანდიდატი რომელ შტატს მოიგებს. მაგალითად, ორეგონის შტატი, ფაქტობრივად გარანტირებულად, ჰარისს აირჩევს, კენტუკიში კი ტრამპი იმარჯვებს. არჩევნების ბედს წყვეტენ ე.წ. მერყევი შტატები [swing states], რომლებშიც გამარჯვების შანსი ორივე კანდიდატს აქვს.
რატომ (არ) არის მნიშვნელოვანი ვიცე-პრეზიდენტის კანდიდატურა?
როგორც წესი, ვიცე-პრეზიდენტი, – რომელიც, საჭიროების შემთხვევაში, პრეზიდენტი უნდა გახდეს, – აირჩევა პრეზიდენტობის კანდიდატის ფიგურის დასაბალანსებლად. მაგალითად, ხანდაზმულ კანდიდატს ახალგაზრდა მეწყვილე ახლავს. ბალანსირება ხდება პოლიტიკური შეხედულებების კუთხითაც. ასე, 2016-ში, ტრამპმა, რომელიც ნაკლებად შეესებამაბოდა ტრადიციულ რესპუბლიკელს, ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატად ცნობილი კონსერვატორი, მაიკ პენსი აირჩია. მოქმედი პრეზიდენტი ბაიდენი კი ბარაკ ობამამ ვიცე-პრეზიდენტად საკუთარი ლიბერალიზმის დასაბალანსებლად აირჩია.
თუმცა, ტრამპის ბანაკში მიიჩნევენ, რომ ამ არჩევნებში ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატი როლს არ ითამაშებს. ჯეი დი ვენსმა თქვა, რომ „[ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატს] მნიშვნელობა არ აქვს… ხალხი ხმას ან დონალდ ტრამპს მისცემს, ან კამალა ჰარისს. ასე ხდება ეს“. ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატის უმნიშვნელობაზე დონალდ ტრამპმაც ისაუბრა.

ასევე დაგაინტერესებთ