კამალა ჰარისი დონალდ ტრამპს 4 პროცენტით უსწრებს – Morning Consult–ის კვლევა

დემოკრატების პრეზიდენტობის კანდიდატმა და –ის მოქმედმა ვიცე–პრეზიდენტმა კამალა ჰარისმა რესპუბლიკელ კანდიდატ დონალდ ტრამპს რეიტინგში კიდევ უფრო გაუსწრო და ბოლო გამოკითხვებით მათ შორის რეკორდული 4 პროცენტულ პუნქტიანი სხვაობა დაფიქსირდა. ამის შესახებ Newsweek კომპანია Morning Consult–ის მიერ ჩატარებულ კვლევაზე დაყრდნობით წერს.
კვლევის თანახმად, რესპონდენტთა 48% მზად არის არჩევნებზე ხმა კამალა ჰარისს მისცეს, ტრამპის მხარდამჭერთა მაჩვენებელმა კი 44% შეადგინა.
გამოკითხვა 2–4 აგვისტოს პერიოდში ჩატარდა და მასში მონაწილეობა 11 ათასმა დარეგისტრირებულმა ამერიკელმა ამომრჩეველმა მიიღო. ცდომილება 1 პ.პ.–ს შეადგენს.
gbc.ge