ვიტალი გუგუჩიასთვის მოქალაქეებმა გირაოს თანხა შეაგროვეს

მან ეს ფორმულას ეთერში განაცხადა და მადლობა გადაუხადა მოქალაქეებს.
“მინდა მადლობა გადავუხადო იმ ხალხს, ვინც ნახევარ საათში თითქმის მთელი თანხა შეაგროვა. დიდი მადლობა, შეგროვდა თანხა და ნუღარ რიცხავთ, საკმარისია. იმედია და ღმერთმა ნუ ქნას, რომ სხვისთვის დაგვჭირდეს, თუ არადა თქვენი საჭიროებებისთვის აუცილებლად შემოინახეთ, მე კი უღრმეს მადლობას ვუხდი ხალხს, ვინც ასე გულწრფელად დამიდგა მხარში და დამეხმარა”, – თქვა ვიტალი გუგუჩიამ.
სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, გირჩი – მეტი თავისუფლების ლიდერმა ზურა ჯაფარიძემ Facebook-ზე გამოაქვეყნა ვიტალი გუგუჩიას ანგარიში, სადაც მოქალაქეებმა თანხა ჩარიცხეს.