რუსეთში ჟურნალისტ დმიტრი კოლეზევს დაუსწრებლად მიუსაჯეს შვიდ-ნახევარი წლით პატიმრობა

მოსკოვის ბასმანის რაიონულმა სასამართლომ ჟურნალისტ დმიტრი კოლეზევს დაუსწრებლად მიუსაჯა შვიდ-ნახევარი წლით თავისუფლების აღკვეთა. ის დამნაშავედ ცნეს რუსული არმიის შესახებ „ფეიკების“ გავრცელებაში. ამის შესახებ იტყობინება პროექტი „სეტევიე სვობოდი“.
საქმის აღძვრის საბაბი, ისევე როგორც მრავალ მსგავს შემთხვევაში, იყო პოსტი ში ს შეჭრის დროს ქალაქ ბუჩაში მშვიდობიანი მოქალაქეების მკვლელობების შესახებ.
პროკურატურა ჟურნალისტისთვის რვა წლით თავისუფლების აღკვეთას ითხოვდა.
სასამართლომ ასევე სამი წლის განმავლობაში ინტერნეტში გვერდების ადმინისტრირება აუკრძალა ჟურნალისტს, რომლის YouTube არხს 400 ათასზე მეტი გამომწერი ჰყავს.
დმიტრი კოლეზევი არის დამფუძნებელი ეკატერინბურგის მედიასაშუალებისა It’s my city, მოგვიანებით ის გახდა ონლაინჟურნალ Republic-ის მთავარი რედაქტორი. ომის გამო ქვეყნიდან წასული დმიტრი კოლეზევის დევნის შესახებ ცნობილი გახდა 2022 წლის ნოემბერში, როდესაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ იგი ფედერალური ძებნის სიაში შეიყვანა. 2022 წლის ნოემბერში რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ კოლეზევი „უცხოეთის აგენტად“ აღიარა. 2024 წლის ივნისში მოსკოვის სასამართლომ ჟურნალისტი დაუსწრებლად დააკავა.
კოლეზევის საქმე 2024 წლის ივლისის შუა რიცხვებში გადაეცა სასამართლოს. პირველი სხდომა დაინიშნა 6 აგვისტოსთვის, მასზევე გამოცხადდა განაჩენი.
„მე მეგონა, რომ ეს რამდენიმე დღით მაინც გაჭიანურდებოდა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ეს რაღაც ‘სწრაფი კვების’ სასამართლოა: მიიღე განაჩენი ორ საათში“, – თქვა კოლეზევმა განაჩენის შესახებ.
არმიის შესახებ „ფეიკების“ გავრცელების მუხლით ადრე დაუსწრებლად გამოუტანეს განაჩენი საზღვარგარეთ მცხოვრებ რამდენიმე ცნობილ ჟურნალისტსა და საზოგადო მოღვაწეს, მათ შორის ალექსანდრ ნევზოროვს, მაქსიმ კაცს და ილია კრასილშჩიკს.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – „მაკკეინის ინსტიტუტის“ დასკვნა არის ლუსტრაცია, როგორ იგეგმება არეულობები, პირდაპირ დებს სცენარს, რომ იქნება პროტესტი დამკვირვებლების მიერ არჩევნების შედეგების აღიარების მიუხედავად

მამუკა მდინარაძე -კახეთის ისტორია არის სამშობლოსთვის ბრძოლის და გმირობის ისტორია, მამულის, ენის და სარწმუნოებისათვის ბრძოლის ისტორია – ალბათ, ვერავინ წარმოიდგენდა, ცივილიზებულ სამყაროშიც ამ გამოწვევის წინაშე ვიქნებოდით