დავით კირკიტაძე – დემოკრატიის ფესტივალი ქვეყანაში დემოკრატიის გაძლიერებას ემსახურება და ნიშანდობლივია, რომ მიუხედავად მმართველ პარტიის დაპატიჟებისა, მათ მონაწილეობა არ მიიღეს

დემოკრატიის ფესტივალი ქვეყანაში დემოკრატიის გაძლიერებას ემსახურება და ნიშანდობლივია, რომ მიუხედავად მმართველ პარტიის დაპატიჟებისა, მათ მონაწილეობა არ მიიღეს აღნიშნულ ფესტივალზე, რადგან დემოკრატია მათი ინტერესის სფეროს არ წარმოადგენს, – ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აღმასრულებელმა მდივანმა, დავით კირკიტაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, აღნიშნული პროექტები ქვეყანაში დემოკრატიის გაძლიერებას ემსახურება, რაც მისივე შეფასებით, მმართველ პარტიას არ აინტერესებს.
„ნიშანდობლივია, რომ მმართველ პარტიას აქვს წუხილი, იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენს მეგობრებს, ჩვენს პარტნიორებს, არასამთავრობო სექტორს, აქვთ მისწრაფება დემოკრატიისაკენ. დემოკრატიულ ფესტივალს მივესალმებით ჩვენ. მე რამდენადაც ვიცი, აღნიშნულ ფესტივალზე მიწვეული იყო ყველა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები, მათ შორის, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები და ისინი სამწუხაროა, რომ არ იღებენ მონაწილეობას მსგავს ღონისძიებაში. მე აქედან ყველას მადლობას ვეტყვი, იმ ადამიანს, დამფინანსებელს, ორგანიზატორს, მონაწილეს, რომლებიც ჩვენს ქალაქებში და მუნიციპალიტეტებში გამოდიან და იღებენ აქტიურ მონაწილეობას, რათა ქვეყანაში დემოკრატია განმტკიცდეს, რათა ქვეყანამ არ გადაუხვიოს იმ გზას, რაც ასეთი მნიშვნელოვანია ჩვენთვის. ჩვენ აუცილებლად მივიღებთ ყველა ღონისძიებაში მონაწილეობას, ხელიდან არ გავუშვებთ არცერთ შანსს, რომ მსგავს ღონისძიებებზე მოხდეს იმ პრობლემების აქტუალიზაცია, რომელიც არის მნიშვნელოვანი ჩვენთვის, მათ შორის ს საკითხი,“- განაცხადა დავით კირკიტაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ