საკონსტიტუციო სასამართლოს USAID-მა დაფინანსება შეუწყვიტა

რუსული კანონის კიდევ ერთი მძიმე შედეგი – საკონსტიტუციო სასამართლოს USAID-მა დაფინანსება შეუწყვიტა. საზაფხულო სამართლის სკოლის პროექტი, სადაც მოსმართლეების და იურისტების გადამზადება ხდებოდა, შეჩერებულია. არადა, ამ პროექტს საქართველოში შტატები 15 წლის განმავლობაში აფინანსებდა.
„პირველებს” ინფორმაცია საკონსტიტუციო სასამართლოში ცოტა ხნის წინ ოფიციალურად დაუდასტურეს, თუმცა დამატებითი განმარტებების გაკეთება არ ისურვეს.
„ამ ეტაპზე თავს შევიკავებ კომენტარისგან,” – უთხრეს “პირველებს” საკონსტიტუციო სასამართლოს პრესსამსახურში.
tvpirveli.ge

ასევე დაგაინტერესებთ

„საქართველო გარემოსდაცვითი მმართველობისა და სტანდარტების გაუმჯობესების კუთხით მოწინავე პოზიციებზეა“, – გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის აღმასრულებელი მდივნის მოადგილე დმიტრი მარიასინი