ჩრდილოეთ ისრაელში, „ჰეზბოლას“ მიერ დრონებით განხორციელებული თავდასხმის შედეგად, ორი ადამიანი დაშავდა

ჩრდილოეთ ისრაელში, „ჰეზბოლას“ მიერ დრონებით განხორციელებული თავდასხმის შედეგად, ორი ადამიანი დაშავდა, – ამის შესახებ ინფორმაციას The Times of Israel-ი „მაგენ დავიდ ადომის“ სასწრაფო დახმარების სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
ს „მაგენ დავიდ ადომის“ სასწრაფო დახმარების სამსახურის ცნობით, დაშავებულთაგან ერთის მდგომარეობა მძიმეა.
დასავლეთ გალილეაში მდებარე არაბულ ქალაქ მაზრააში განხორციელებულ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა „ჰეზბოლამ“ აიღო და განაცხადა, რომ თავდასხმის სამიზნე სამხედრო ობიექტები იყო.

ასევე დაგაინტერესებთ