პრემიერ-მინისტრმა დან გადმოსვენებული უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების ოჯახებს მიუსამძიმრა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი სამების საკათედრო ტაძარში ოკუპირებული ს რეგიონიდან გადმოსვენებულ, 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრო.
მთავრობის მეთაურმა, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრებთან ერთად, დაღუპულთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს მიუსამძიმრა.
16 იდენტიფიცირებული პირი, რომელთაგან 7 სამხედრო და 9 მშვიდობიანი მოქალაქეა, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის თანამშრომლობით გადმოასვენეს.
4 მებრძოლს დიღმის ძმათა სასაფლაოზე, დანარჩენებს კი, ოჯახების გადაწყვეტილებით, საგვარეულო სასაფლაოებზე სამხედრო პატივით დაკრძალავენ.

ასევე დაგაინტერესებთ

“ნაცებმა” ბრიუსელიდან მიიღეს წერილი, რომელიც 15:00 საათზე ,,პრაიმ ტაიმმა” გაავრცელა და 15:10 საათზე რადიკალებმა ზედმიწევნით წაიკითხეს პირდაპირ ეთერში, გაცხადებული აგენტურა – უცხოელები, ქართული სახელითა და გვარებით