ჯანდაცვის მინისტრი – სასაცილო გახდა მიხეილ სააკაშვილის საპატიმრო უფლებებზე მოარული სიკვდილის ქრონიკები – სააკაშვილი მოიხდის სასჯელს ყველა სტანდარტის დაცვით

სასაცილო გახდა მიხეილ სააკაშვილის საპატიმრო უფლებებზე მოარული სიკვდილის ქრონიკები – მიხეილ სააკაშვილი მოიხდის სასჯელს ყველა სტანდარტის დაცვით,- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, არავითარი მიზეზი არ არსებობს იმისთვის, რომ ვინმე დაეჭვდეს სააკაშვილის საპატიმრო უფლებების დაცვაზე.
„ითქვა, რომ ოროთახიანი ლუქსიდან, სამოთახიან ლუქსში გადაიყვანეს. სასაცილო გახდა უბრალოდ მის საპატიმრო უფლებებზე მოარული სიკვდილის ქრონიკები, რომელიც შემდეგ გაზვიადებული აღმოჩნდება. არავითარი მიზეზი არ არსებობს იმისთვის, რომ ვინმე დაეჭვდეს სააკაშვილის საპატიმრო უფლებების დაცვაზე, ამის საჭიროება არც აქამდე არსებობდა და არც ახლა არსებობს. ის მოიხდის სასჯელს ყველა სტანდარტის დაცვით, იმისგან განსხვავებით, როგორიც იყო პენიტენციური სისტემა მისი მმართველობის დროს“,- აღნიშნა მინისტრმა.

ასევე დაგაინტერესებთ

შოთა დიღმელაშვილი: მსოფლიოს გარშემო ამ ტაუერებზე სახელის ლიცენზია ბევრჯერ დაკარგულა, ბევრჯერ თავად პროექტი გაჩერებულა, ბათუმის ტრამპ ტაუერის პროექტს ივანიშვილი “ტრიუკს” უწოდებდა. ამ ფაქტების ერთობლიობიდან გამომდინარე შეგვიძლია თამამად ვივარაუდოთ, რომ …

ზურაბ ჯაფარიძე: ზურაბ ჯაფარიძე: გავერთე და ფასები შევადარე ტრამპ თაუერის 1 კვ/მ-ზე დაანონსებულ ფასში, შეგიძლია იყიდო ბინა/აპარტამენტი: მადრიდში, ბარსელონაში, ლისაბონში, რომში, მილანში, ათენში…

ირმა ინაშვილი – თუ „პატრიოტთა ალიანსის“ და ღარიბაშვილის პოლიტიკური ერთობა შედგება, ეს სერიოზულ სიახლეს შემოიტანს პოლიტიკურ ველზე – ლილუაშვილს არ მოვიაზრებ იმიტომ, რომ პოლიტიკოსი არასდროს ყოფილა