“როცა სიტყვები ზედმეტია…” – ნინი ბადურაშვილისა და ეკა კახიანის უმშვენიერესი “ლუქები” და აღფრთოვანებული მაყურებელი – Marao
ეკა კახიანს საზოგადოება კარგად იცნობს. ის ბევრისთვის საყვარელი მომღერალი და მუსიკოსია, თუმცა, გარდა კარიერისა, ეკა ხშირად იქცევს საზოგადოების ყურადღებას პირადი ცხოვრების გამოც. მიუხედავად არაერთი კითხვისა, ის საკუთარ ურთიერთობებზე ხმამაღლა არასდროს საუბრობს.
როგორც ცნობილია, ეკა ნაადრევ ასაკში რეჟისორ ერეკლე ბადურაშვილზე დაქორწინდა, რომელთანაც ქალიშვილი, ყველასთვის ცნობილი მომღერალი ნინი ბადურაშვილი ჰყავს. პირველი ქორწინება წარუმატებელი აღმოჩნდა და ერეკლესთან დაშორების შემდეგ ეკამ ნიკო თოფურიძეზე იქორწინა. მათ ორი შვილი, ანასტასია და ქეთო შეეძინათ.
იმის გამო, რომ ნინიმ დედის გზა გააგრძელა და თავადაც მომღერალია, ხშირად უწევს გამოჩენა როგორც სცენაზე, ისე ტელეეკრანებზე. ამჯერად კი უმშვენიერესი დედა-შვილი სოციალურ ქსელს იპყრობს. ნინი და ეკა ბრჭყვიალა კაბებით უმარავ კომპლიმენტსა და დადებით შეფასებას იმსახურებენ. დედა-შვილი ამ გამორჩეული ჩაცმულობით მომღერალი ანრი ჯოხაძის სოლო კონცერტს დაესწრო, სადაც რამდენიმე სიმღერა თავადაც შეასრულეს.
ნინი ბადურაშვილი 1985 წლის 27 დეკემბერს რეჟისორ ერეკლე ბადურაშვილისა და ქართველი მომღერლისა და მსახიობის, ეკა კახიანის ოჯახში დაიბადა. ექვსი წლიდან “ბასტი-ბუბუს” სოლისტი იყო. პირველი კლიპი ბავშვობაში დათო ევგენიძის სიმღერაზე, „ნანა ჩემო ბაია”-ზე გადაიღო. ასევე იყო ჯგუფ “სტეფანე და 3G”-ს წევრი.
ნინის წარმატებული კარიერა ჰქონდა და საზოგადოებაში პოპულარობითა და სიყვარულითაც სარგებლობდა, როცა მოულოდნელად დაოჯახება გადაწყვიტა. ნინი ბადურაშვილისა და ბიზნესმენ ირაკლი კუტალაძის გრანდიოზული ქორწილი “შერატონში” 2012 წლის 25 ოქტომბერს შედგა, შემდეგ კი ის საცხოვრებლად მეუღლესთან, მოსკოვში გადავიდა.
“რამდენი ნიჭიერი და ლამაზი გოგოა ამ ქალაქში და მიკვირს, რატომ არის ნინის მიმართ ასეთი გაცხოველებული ინტერესი. ბავშვობიდან იყო განხილვის თემა. წერდნენ, რომ იყო ყველაზე სასურველი სარძლო. ეს თემა იყო ისეთი აქტუალური, ვფიქრობდი, რატომ ნინი? თბილისმა იცის ამოჩემება… რატომ არის ამდენი ხალხი დაკავებული ნინის ამბების განხილვით. ნინი სულ შეწუხებული იყო და ჩვენ ყველა, როდის გათხოვდებოდა. ეს ჩემზეც იყო, მაგრამ ვერ შევედრები ნინის…
არც გათხოვება უკითხავს ჩემთვის… მართლა თავისით გადაწყვიტა. სხვა ურთიერთობები ვიცოდით. ნინი ისეთი ტიპია, რომ არ მალავს. ყველაფერს ჰყვებოდა. ეს ბიჭი უცებ სად გაიცნო, არ ვიცი. მოვიდა და გვითხრა, ახლა უნდა გავთხოვდეო. ვინ არის, რა ჰქვია, რა გვარია-მეთქი. არა, გადავწყვიტე და უნდა გავთხოვდეო… არ მქონია იმის საშუალება, რომ მეთქვა ან კარგი, ან ცუდი. ჩავრთულვარ სხვა ურთიერთობებში, როცა ნინი განცდებში მინახავს და უბედური იყო, მაგრამ შემიძლია დავიფიცო, რომ ნინის და ირაკლის ურთიერთობაში არ ჩავრეულვარ… ნინიმ არასდროს არაფერში დამიჯერა და არც მიკვირდა, რადგან მასში ჩემს თავს ვხედავდი ზუსტად…“ – იხსენებდა ეკა კახიანი.
ნინისა და ირაკლის ქორწინება სკანდალურად დასრულდა. ის მეუღლეს, ირაკლი კუტალაძეს, მანამ დაშორდა, სანამ შვილს გააჩენდა. ნინი მშობიარობის დროს მარტო იყო და პატარა ელენესთან ერთად სახლშიც მარტო დაბრუნდა. ელენე უკვე 10 წლისაა. ამბობენ, რომ ძალიან ჰგავს დედას, არის არტისტული და უყვარს ცეკვა.