„ლუგარის ლაბორატორიის ან დაავადებათა კონტროლის ცენტრის დახურვაზე ან მუშაობის შეფერხებაზე საუბარი არ არის“

ჯანდაცვის მინისტრი, აცხადებს, რომ ლუგარის ლაბორატორიის ან დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დახურვაზე ან მუშაობის შეფერხებაზე არავითარი საუბარი არ არის. როგორც სარჯველაძემ დღეს, სამინისტროში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, გუშინ ამ საკითხზე ბევრი უპასუხისმგებლო განცხადება გაკეთდა, თავისუფალი ინტერპრეტაციებით, რაც ძალიან სამწუხაროა.
„სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, არავითარი საუბარი ლუგარის ლაბორატორიის დახურვაზე და მისი საქმიანობის შეფერხებაზე არ არის. რეალურად, ლუგარის ლაბორატორიაც და დაავადებათა კონტროლის ცენტრიც შეუფერხებლად აგრძელებენ მუშაობას. მოვუწოდებ ყველას, ახლა მაინც შეეცადეთ და მეტ-ნაკლებად ნიველირება მოახდინეთ იმ ადამიანებმა, ვინც საკუთარი ვიწრო პოლიტიკური მიზნებისთვის ცდილობთ იმ გარემოებების გამოყენებას, რაც საზოგადოებრივ ჯანდაცვასთან არის დაკავშირებული. ყველამ კარგად უნდა იცოდეს, საუბარია რამდენიმე მიმდინარე პროექტის შეჩერებაზე, რომლის შინაარსიც არის კვლევითი საქმიანობა, ტრენინგები და ა.შ. ეს არ არის არის არცერთი ისეთი პროგრამა, რომელიც რომელიმე ჯანდაცვის პროგრამის განხორციელებას შეაფერხებს“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.
მისი თქმით, სამინისტრო გადახედავს აღნიშნულ პროგრამებს, გადახედავს რა ვითარებაა და შეეცდებიან, ყველა ის პროგრამა, რომელიც მნიშვნელოვანია, ჩვეულად გაგრძელდეს და შეფერხება არ ჰქონდეს.
„მართლა ძალიან ვწუხვარ, რომ ეს ორმხრივად, ორივე ქვეყნისთვის საინტერესო და მნიშვნელოვანი პროექტების დაფინანსებაზე იქნა მიღებული მსგავსი გადაწყვეტილება. ესენია გლობალურად, ჯანდაცვის სისტემის მდგრადობის გაუმჯობესებისთვის დაგეგმილი ინიციატივები, რაც ყველასთვის თანაბრად საინტერესო და მნიშვნელოვანი უნდა იყოს. დიდი იმედი მაქვს, რომ ძალიან სწრაფად დაუბრუნდება ჩვეულ რიტმს ძველი მუშაობა და“, – განაცხადა სარჯველაძემ.
გუშინ, მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, -ის მიერ დაანონსებული დაფინანსების, 95 მლნ დოლარის დაფინანსების შეწყვეტით, დაფინანსება უწყდება ლუგარის ლაბორატორიას და დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს.