სარჯველაძე ადასტურებს, რომ აშშ-მა ლუგარის ლაბორატორიასა და NCDC-ის 2 მლნ-მდე დახმარება შეუჩერა

ჯანდაცვის მინისტრის, ადასტურებს, რომ -მა ლუგარის ლაბორატორიასა და დაავადებათა კონტროლის ცენტრს (NCDC), 2 მილიონის დახმარება შეუჩერა.
ამის შესახებ მან დღეს, 6 აგვისტოს, გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც სარჯველაძე ამბობს, საუბარია კვლევითი პროექტების შეჩერება.
მინდა სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ ლუგარის ლაბორატორიის ან დაავადებათა კონტროლის ცენტრის დახურვაზე და მისი საქმიანობის შეფერხებაზე საუბარი არ არის. ლუგარის ლაბორატორიაც და დაავადებათა კონტროლის ცენტრიც შეუფერხებლად განაგრძობს მუშაობას… საუბარი არის რამდენიმე მიმდინარე პროექტის შეჩერებაზე, რომლის შინაარსიც არის კვლევითი საქმიანობა, ტრენინგები და ა.შ. არცერთი არაა ისეთი, რომელზეც დამოკიდებულია რომელიმე ჯანდაცვის პროგრამის განხორციელება.
მიუხედავად ამისა, რა თქმა უნდა, სახელმწიფო გააკეთებს ყველაფერს, რომ უახლოეს დღეებში გადაიხედოს მიმდინარე პროექტები და ამის მიხედვით, ყველა პროექტი და პროგრამა ჩვეულებრივად გაგრძელდეს და შეფერხება არ ჰქონდეს.
ძალიან ვწუხვარ, რომ ორივე ქვეყნისთვის საინტერესო და პროექტების დაფინანსებასთან დაკავშირებით იქნა მიღებული ასეთი გადაწყვეტილება“,- განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა, თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვის ფარგლებში, 31 ივლისს გამოაცხადა საქართველოს მთავრობისთვის 95 მილიონ დოლარზე მეტი დახმარების შეჩერების შესახებ. სახელმწიფო დეპარტამენტმა ხაზი გაუსვა, რომ მთავრობის დახმარების შეჩერების მიუხედავად, აშშ აგრძელებს ისეთი პროგრამებისა და აქტივობების მხარდაჭერას, რომლებიც ქართველ ხალხს სარგებელს მოუტანს დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, დამოუკიდებელი მედიისა და ეკონომიკური განვითარების განმტკიცებით.