მიხეილ სარჯველაძე – ლუგარის ლაბორატორიის ან დაავადებათა კონტროლის ცენტრის დახურვაზე ან საქმიანობის შეფერხებაზე საუბარი არაა – საუბარია რამდენიმე მიმდინარე პროექტის შეჩერებაზე, რომლის შინაარსი კვლევითი საქმიანობა და ტრენინგებია

ჯანდაცვის მინისტრის მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ლუგარის ლაბორატორიის ან დაავადებათა კონტროლის ცენტრის დახურვაზე საუბარი არ არის.
როგორც მან ბრიფინგზე განმარტა, „რეალურად, საუბარია რამდენიმე მიმდინარე პროექტის შეჩერებაზე, რომლის შინაარსი კვლევითი საქმიანობა და ტრენინგებია და ეს არ არის ისეთი პროგრამები, რომელზეც დამოკიდებულია ჯანდაცვის რომელიმე პროგრამის განხორციელება“.
„საკმაოდ უპასუხისმგებლო განცხადება მოვისმინეთ თავისუფალი და ხშირ შემთხვევაში მანკიერი ინტერპრეტაციებით ლუგარის ლაბორატორიის და დაავადებათა კონტროლის ცენტრის საქმიანობის თითქოსდა საქმიანობის შეჩერების, დაფინანსების შეწყვეტის შესახებ. მინდა სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ ლუგარის ლაბორატორიის ან დაავადებათა კონტროლის ცენტრის დახურვაზე და მისი საქმიანობის შეფერხებაზე საუბარი არ არის. რეალურად, ლუგარის ლაბორატორიაც და დაავადებათა კონტროლის ცენტრიც შეუფერხებლად განაგრძობს მუშაობას“,- განაცხადა მ.
ცნობისთვის, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ -ის მხრიდან საქართველოსთვის ფინანსური დახმარების შეჩერება დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრსა და ლუგარის ლაბორატორიასაც შეეხებოდა. მანამდე ცნობილი გახდა, რომ აშშ საქართველოს მთავრობისთვის 95 მილიონ დოლარზე მეტ პირდაპირ დახმარებას აჩერებს.

ასევე დაგაინტერესებთ

კახა კალაძე ოპოზიციონერ პოლიტიკოსებზე – ძალიან კარგად იციან, რომ თუ არ მიდიხარ საგამოძიებო კომისიაზე, ამას მოჰყვება შესამაბისი რეაგირება – იციან, რომ სასჯელი დიდი არ არის, ამით უნდათ პოლიტიკური ბენეფიტების მიღება

შალვა პაპუაშვილი – მგონი, ბატონმა ფიშერმა უარი თქვა ელჩობაზე და იქცა რადიკალური ოპოზიციის ყველაზე რადიკალური ფრთის მხარდამჭერად – გერმანელი ხალხი ნამდვილად არ არის ამ ღირებულების მატარებელი, რასაც ფიშერი ქართველ ხალხს აჩვენებს

ცირა ელისაშვილი: არჩევნებში თუ შედიხართ გაბედეთ ამის თქმა, დროულად. საზოგადოება თავად შეაფასებს თქვენი პოზიციის მართებულობას, მთავარია რომ თქვათ სიმართლე, როცა თქვენი კოლეგის სიცოცხლე ბეწვის ხიდზე გადის!

შალვა პაპუაშვილი – კატასტროფაა, როცა ევროკავშირის საელჩო აფინანსებს აქციებს – გასაოცარია, რა შევუკვეთეთ და რა ჩამოვიდა, შევუკვეთეთ ევროპული ღირებულებები და ჩამოგვივიდა ევროპული ექსტრემიზმი