სასტუმრო Crowne Plaza-ს და Batumi Hotel Apartments-ს Ishraq Hospitality ბათუმში 2025 წელს გახსნის – პროექტის დეტალები

კომპანია Ishraq Hospitality-მ ხელშეკრულება გააფორმა Rekan Group-თან საქართველოში სასტუმრო Crowne Plaza-ს და Batumi Hotel Apartments-ის მართვის თაობაზე, რომლებიც ბათუმში 2025 წელს გაიხსნება.
ახალი სასტუმროს, რომელიც ბათუმში, სანაპირო ზოლში განთავსდება 130 ნომერი ექნება. პროექტის მიხედვით, სასტუმროში იქნება ორი რესტორანი, საკონფერენციო დარბაზები, ფიტნესკლუბი და საცურაო აუზი.
გარდა ამისა, Ishraq Hospitality ზედამხედველობას გაუწევს 240-ნომრიან Batumi View Hotel Apartments-ს. კომპანიის წარმომადგენლების თქმით, ამ ობიექტების მენეჯმენტი მიზნად ისახავს ბათუმში სტუმართმოყვარეობის ინდუსტრიის გაუმჯობესებას და ქალაქის, როგორც ტურისტული ადგილის რეპუტაციის გაძლიერებას.
„მოხარულები ვართ, რომ გავერთიანდეთ Ishraq Hospitality-სა და IHG Hotels & Resorts-თან. ეს პარტნიორობა წარმოადგენს მნიშვნელოვან წინსვლას ჩვენი ორგანიზაციისთვის, რადგან ჩვენ წვლილი შეგვაქვს ს სტუმართმოყვარეობის სექტორის განვითარებაში. Ishraq-ის დადასტურებული გამოცდილება და ჩვენი საერთო ხედვა, შესაძლებელს გახდის, რომ ეს ახალი ობიექტები იქნება კარგი არჩევანი როგორც საქმიანი, ასევე სხვა სახის მოგზაურებისთვის“, – აღნიშნა აჰმედ ალი აზეზ რეკანმა, Rekan Group-ის თანამფლობელმა.
„საქართველოს ტურისტული ბაზარი საკვანძოა და ის სტაბილურად იზრდება. 2022 წელს ქვეყანამ მიიღო 5,4 მილიონზე მეტი მოგზაური და აჩვენა მათ თავისი უზარმაზარი მომხიბვლელობა. მოხარული ვართ, რომ წვლილს შევიტანთ ბათუმის, როგორც წამყვანი ტურისტული ადგილის და ახალი ევროპული დედაქალაქის განვითარებაში, რომელიც მასპინძლობს საერთაშორისო ღონისძიებებს“, – განაცხადა რიჩარდ ჰადადმა, Ishraq Hospitality-ის აღმასრულებელმა დირექტორმა.

ასევე დაგაინტერესებთ