ენტონი ბლინკენი ახლო აღმოსავლეთზე – ჩართული ვართ ინტენსიურ დიპლომატიაში – მხარეებმა ესკალაციისგან თავი უნდა შეიკავონ

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი, აცხადებს, რომ ვაშინგტონი ინტენსიურ დიპლომატიაშია ჩართული ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობის შესამსუბუქებლად და ყველა მხარეს მოუწოდებს, თავი შეიკავონ ძალადობის ესკალაციისგან.
„ჩართული ვართ ინტენსიურ დიპლომატიაში თითქმის 24 საათის განმავლობაში ძალიან მარტივი გზავნილით – ყველა მხარემ თავი უნდა შეიკავოს ესკალაციისგან“, – განაცხადა ბლინკენმა ავსტრალიის საგარეო საქმეთა მინისტრ პენი ვონგთან შეხვედრის შემდეგ.
ამასთან, მისი თქმით, ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გარეშე, კრიზისები გაგრძელდება.
„ასევე მნიშვნელოვანია, რომ დავარღვიოთ ეს ციკლი ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის მიღწევით. ეს გახსნის უფრო მდგრადი მშვიდობის შესაძლებლობებს არა მხოლოდ ღაზაში, არამედ სხვა ადგილებშიც, სადაც კონფლიქტი შეიძლება გავრცელდეს“, – აღნიშნა ბლინკენმა.

ასევე დაგაინტერესებთ