„სამწუხაროა, როცა ეს ეხება ჟურნალისტს“ – პრეზიდენტი აფგან სადიგოვის საქმეზე

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილმა კომენტარი გააკეთა აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან სადიგოვის საქმეზე.
მედიაგამოცემა Azel.Tv-ის მთავარი რედაქტორი აფგან სადიგოვი, სამ აგვისტოს, თბილისში დააკავეს. იგეგმება მისი ექსტრადირება. -ში ამბობენ, რომ სადიგოვი აზერბაიჯანის მიერ მუქარისა და გამოძალვის ფაქტებზე გათვალისწინებული დანაშაულისთვის იძებნებოდა. ოჯახი კი დაკავებას ს ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკურ დევნას უკავშირებს.
ზურაბიშვილმა, „ნეტგაზეთის“ კითხვაზე პასუხისას, თქვა, რომ „სამწუხაროა, როცა ეს ეხება ჟურნალისტს“.
„სხვათა შორის, ასევე დგას საკითხი მთელი რიგი უკრაინელი და რუსი ჟურნალისტებისთვის. სირთულეები აქვთ შემოსვლის და დარჩენის. საკითხის საბოლოო დეტალები არ ვიცი, მაგრამ ძალიან სამწუხაროა, როცა ეს ეხება ჟურნალისტს. ჟურნალისტების, და უცხოელი ჟურნალისტების უფლებები, უნდა იყოს დაცული. ჩვენი ქვეყნის რეპუტაცია ამაზე დგას“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

ასევე დაგაინტერესებთ