საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ ოპოზიციური პარტიებისთვის რთული, ან სულაც შეუძლებელი იქნება პრემიერ-მინისტრის ფიგურაზე შეთანხმება.
„დღეს წყდება ქვეყნის ბედი. ყველამ, არა მარტო პრეზიდენტმა, უნდა დავთმოთ პირადი პოლიტიკური ამბიციები. ბევრჯერ მითქვამს – დღეს ვინც ფიქრობს, რომ იქნება პრემიერი, არ იქნება პრემიერი.
რეალურად, ყველამ ვიცით, რომ არსებული პოლიტიკური პარტიების შეთანხმება რომელიმე პრემიერზე – პოლიტიკოსზე, მე მგონი, რთული იქნება, თუ არა შეუძლებელი“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.
ზურაბიშვილმა ხაზი გაუსვა, რომ ოპოზიციური პარტიების მთავარი მიზანი უნდა იყოს მის მიერ შეთავაზებული „ქართული ქარტიის“ პუნქტების შესრულება.