ლონდონის საფონდო ბირჟაზე ქართული კომპანიების აქციები გაიაფდა

Galt&Taggart-ის 29 ივლისი – 2 აგვისტოს კვირის მიმოხილვის თანახმად, ლონდონის ბირჟაზე დალისტული სამივე ქართული კომპანიის აქციების ფასები, წინა კვირასთან შედარებით, მკვეთრად შემცირდა. თუმცა, წინა თვესთან შედარებით ზრდა ფიქსირდება.
ს ჯგუფის (BGEO LN) აქციები დაიხურა 41.50 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), -9.78% წინა კვირასთან შედარებით და +2.34% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 264 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 41.15 – 47.10 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 70 ათასი აქცია შეადგინა.
ბანკის ჯგუფის (TBCG LN) აქციები დაიხურა 28.05 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), -7.27% წინა კვირასთან შედარებით და +8.72% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 579 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 28.00 – 31.95 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 85 ათასი აქცია შეადგინა.
Georgia Capital-ის (CGEO LN) აქციები დაიხურა 9.92 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), -6.94% წინა კვირასთან შედარებით და +0.61% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 227 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 9.92 – 10.88 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 84 ათასი აქცია შეადგინა.