ისრაელის თავდაცვის მინისტრი – ყველა შესაძლებლობისთვის უნდა მოვემზადოთ

ყველა შესაძლებლობისთვის უნდა მოვემზადოთ, მათ შორის, შეტევაზე სწრაფი გადასვლისთვის , – ამის შესახებ ს თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა ისრაელის საჰაერო ძალების სამეთაურო ცენტრში ვიზიტისას განაცხადა.
„ჩვენი მტრები თავიანთ ნაბიჯებს ყურადღებით განიხილავენ იმ შესაძლებლობების გამო, რაც თქვენ გასულ წელს აჩვენეთ. თუმცა, ჩვენ ყველა შესაძლებლობისთვის უნდა მოვემზადოთ, მათ შორის, შეტევაზე სწრაფი გადასვლისთვის“, – განაცხადა იოავ გალანტმა.
ისრაელის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მინისტრმა ისრაელის საჰაერო ძალების მზადყოფნისა და შეტევითი პოტენციალის შესახებ ინფორმაცია მიიღო.
შეგახსენებთ, ახლო აღმოსავლეთის რეგიონში ვითარება ბეირუთში „ჰეზბოლას“ მეთაურის, ფუად შუკრისა და თეირანში „ჰამასის“ ლიდერის, ისმაილ ჰანიეს მკვლელობის შემდეგ დაიძაბა. ირანი და „ჰამასი“ ჰანიეს მკვლელობაში ისრაელს ადანაშაულებენ და „ჰეზბოლასთან“ ერთად შურისძიების პირობას დებენ.

ასევე დაგაინტერესებთ