“მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობასა და საგარეო საქმეთა სამინისტროს, არ გადასცენ სადიგოვი აზერბაიჯანს და გაუშვან საქართველოდან” – ნათქვამია განცხადებაში.
3 აგვისტოს აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან სადიგოვი დააკავეს.
თავდაპირველად ჟურნალისტის დაკავების შესახებ სოციალურ ქსელში გახდა ცნობილი – შესაბამისი ვიდეო მასალა სადიგოვის ცოლმა Facebook-ზე გაავრცელა. ვიდეოში ჩანს, რომ ინგოროყვას ქუჩაზე ცოლ-შვილთან ერთად მყოფ ჟურნალისტს შკოდის მარკის ავტომობილში სვამენ. მისი დაკავება არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით მოხდა.
4 აგვისტოს აზერბაიჯანელ ჟურნალისტს თბილისის საქალაქო სასამართლომ საექსტრადიციო პატიმრობა შეუფარდა.
