„არ ვფიქრობ, რომ 2025 წელს ინფლაცია მთავარი გამოწვევა იქნება“ – ოთარ ნადარაია

„რაც შეხება 2025 წელს, ეროვნულმა ბანკმა ცოტა გაზარდა ინფლაციის პროგნოზი, მაგრამ არ ვფიქრობ, რომ მომავალ წელს ინფლაცია მთავარი გამოწვევა იქნება“, – ამის შესახებ რადიო „კომერსანტის“ ეთერში „ ბანკის” მთავარმა ეკონომისტმა, ოთარ ნადარაიამ განაცხადა.
მისი თქმით, ინფლაციაზე გავლენას ახდენს არა იმდენად დაკრედიტება და შიდა ფაქტორები, არამედ ლარის კურსი და საერთაშორისო სასაქონლო ფასები.
„დაკრედიტება და შიდა ფაქტორები ინფლაციაზე ახდენს ზეგავლენას ისეთ ეკონომიკაში, როგორიცაა მაგალითად – ამერიკის ეკონომიკა, რომელიც გარე ფაქტორებზე შედარებით ნაკლებადაა დამოკიდებული. ჩვენს შემთხვევაში მთავარი ფაქტორები მაინც ლარის კურსი და საერთაშორისო სასაქონლო ფასებია. ბოლო პერიოდში ინფლაცია რომ შემცირდა, ადგილობრივი ინფლაცია – მომსახურების ინფლაცია, რომელიც ყველაზე უფრო მგრძნობიარეა ადგილობრივი მოთხოვნის მიმართ, არ შემცირებულა. ჩინეთის და ამერიკისგან განსხვავებით, ჩვენ ბენზინი რაც არ უნდა მოვიხმაროთ, არ გაძვირდება საერთაშორისო ბაზარზე. ის რაც ჩვენთან იქმნება მისი ფასი გაიზარდა“, – აცხადებს ეკონომისტი.