საქსტატმა ავტომობილების შესაძენად 570 000-ლარიანი ტენდერი გამოაცხადა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურმა 10 ავტომობილის შესაძენად 569 450-ლარიანი ტენდერი გამოაცხადა. ერთეული ავტოსატრანსპორტო საშუალების ღირებულების ზღვარი 41 842 ლარია.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, საქსტატს 10 III კლასის მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალების შეძენა სურს.
შემოთავაზებული ავტომობილები უნდა იყოს ახალი, არანაკლებ 2022 წლის გამოშვების, მარცხენა საჭიანი, ექსპლუატაციაში არმყოფი (გარბენი არაუმეტეს 200კმ), ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო და განბაჟებული. ამასთან, მიმწოდებელმა საკუთარი ხარჯებით უნდა უზრუნველყოს ავტომანქანების შემსყიდველზე გადაფორმება. ამას გარდა, ავტომობილები შეიძლება იყოს ნებისმიერი ფერის, გარდა შავისა.
რაც შეეხება ავტომობილის სხვა მახასიათებლებს, სიგრძე უნდა 3840 სმ, სიგანე – არანაკლებ 1695 სმ, სიმაღლე – არანაკლებ 1450. მანქანას უნდა ჰქონდეს კონდიციონერი და აუდიოსისტემა.
ტენდერი მიმდინარე წლის 31 ივლისს გამოცხადდა, წინადადებების მიღება 28 აგვისტოს დაიწყება და 2 სექტემბერს დასრულდება.

ასევე დაგაინტერესებთ