გურამ მაჭარაშვილი – როცა ვამბობთ, რომ აშშ-სთან და ევროკავშირთან გადატვირთვისთვის მზად ვართ, იქიდან ვხედავთ, რომ დაფინანსება ისეთ კარგ საქმეებს უწყდება, რაზეც ჩვენც მადლობას ვამბობთ, სამაგიეროდ, საჯაროდ რადიკალური NGO-ები ფინანსდებიან

ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებს! – როცა ჩვენ ნაბიჯი ურთიერთობების გადატვირთვისკენ გადავდგით და ვამბობთ, რომ -სთან და­ ევროკავშირთან გადატვირთვისთვის მზად ვართ, იქიდან ვხედავთ, რომ დაფინანსება ისეთ კარგ საქმეებს უწყდება, რაზეც ჩვენც მადლობას ვამბობთ! სამაგიეროდ, საჯაროდ რადიკალური NGO-ები ფინანსდებიან – როდესაც იქიდან საუბარია, რომ ჩვენ მეგობრობა გვინდა, მაგრამ ქართველ ჯარისკაცს იარაღის შეძენაზე უარს ეუბნები, ხოლო გიგაურს ბომბების შესაძენად აფინანსებ, ვინ დაიჯერებს, რომ მეგობრობა გინდა?! მარტო სიტყვები არაფერს ნიშნავს! – ეს განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გურამ მაჭარაშვილმა იმ ინფორმაციასთან დაკავშირებით გააკეთა, რომლის თანახმად, აშშ-ის მიერ საქართველოსთვის შეჩერებული დაფინანსების ფარგლებში, დაფინანსება ლუგარის ლაბორატორიასაც შეუჩერდა.
როგორც მაჭარაშვილმა ამ თემაზე საუბრისას აღნიშნა, „რომ შესრულდეს ის, რისი სურვილიც უცხოურ ძალას აქვს, ლუგარის ლაბორატორია კი არა, ყველაფერი უკან მოგვრჩება”.
მაჭარაშვილის განცხადებით, „ვიდრე ში ომი არ დასრულდება, უცხოური ძალის სურვილია მეორე ფრონტი საქართველოში, უკრაინის ომის დასრულების შემდეგ კი, ურთიერთობები გადაიტვირთება როგორც აშშ-დან, ასევე ევროკავშირიდან”.
„რაც მეტი ასეთი გადაწყვეტილება იქნება აშშ-ს დღევანდელი ადმინისტრაციისგან, მით მეტი მტკიცებულება გვექნება ჩვენ და ქართულ საზოგადოებას, რომ ჩვენ მართალს ვამბობდით – დონორები აფინანსებენ შავ ფულს და იმ NGO-სექტორს, რომელიც ქვეყანაში რევოლუციას ლამობს და დაფინანსებას ისეთ კარგ საქმეებს უწყვეტენ, რომელზეც ჩვენ მადლობას ვიხდით.
როდესაც შენ ამბობ, რომ იარაღს აღარ უყიდი ქართველ ჯარისკაცს, რომელიც ამერიკელ ჯარისკაცთან ერთად იბრძოდა და სიცოცხლეს სწირავდა მსოფლიო მშვიდობისათვის და სამაგიეროდ, „მოლოტოვის კოქტეილს“ უყიდი გიგაურს, აქ უკვე შენი ინტერესი გასაგებია.
როდესაც სამედიცინო დაწესებულების დაფინანსებაზე ამბობ უარს, რაც ჰუმანური აქტია და რაზეც ჩვენ მადლობელი ვიყავით, სამაგიეროდ არ ამბობ უარს ლომჯარიას დაფინანსებაზე, რომელსაც ქვეყანაში ბომბების ცვენა სურს, რა თქმა უნდა, აქაც ინტერესი გასაგებია.
„გამჭვირვალობის კანონის” მიხედვით, ჩვენ გვინდა, ის რა სიკეთეც ფინანსდება, ამაზე დონორებს მადლობაც კი ვუთხრათ – რაზეც მადლობა უნდა ვუთხრათ, იმაზე უარს ამბობენ და რაზეც ვეუბნებით, რომ არ დააფინანსონ – პარლამენტზე რევოლუციური შტურმი და “მოლოტოვის კოქტეილების” შეძენა – ამას ისევ აგრძელებენ.
ეს არის წინასაარჩევნოდ ოპოზიციისთვის გადმოგდებული პროვოკაცია, რაც რა თქმა უნდა, არ გამოვა.
26 ოქტომბრამდე ასე ტიპის პროვოკაციები იქნება, მაგრამ 26 ოქტომბრის შემდეგ ქვეყანაში ბევრი რამ შეიცვლება”, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.