აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ახლო აღმოსავლეთში განვითარებული მოვლენების განხილვის მიზნით დღეს ეროვნული უსაფრთხოების გუნდთან შეხვედრას გამართავს, – ინფორმაციას მედია საშუალებები თეთრ სახლზე დაყრდნობით ავრცელებენ.
თეთრი სახლის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტი აღნიშნულ საკითხზე ასევე ისაუბრებს იორდანიის მეფე აბდულასთან.
შეგახსენებთ, ახლო აღმოსავლეთის რეგიონში დაძაბულობა ბეირუთში „ჰეზბოლას“ მეთაურის, ფუად შუკრისა და თეირანში „ჰამასის“ ლიდერის, ისმაილ ჰანიეს მკვლელობის შემდეგ გაიზარდა. ირანი და „ჰამასი“ ჰანიეს მკვლელობაში ისრაელს ადანაშაულებენ და „ჰეზბოლასთან“ ერთად შურისძიების პირობას დებენ.
ipn.ge