„თამაში დასრულებულია – პარტია „ლელო“ აღარ არსებობს“ – ბექა ოდიშარია

„თამაში დასრულებულია – პარტია „ლელო“ აღარ არსებობს“, – ამ განცხადებით „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ხაზარაძე-ჯაფარიძის მიერ საქართველოს წინააღმდეგ წაგებული დავა შეაფასა.
ს თქმით, მისთვის გაუგებარია, „რა მოტივაციით შეიძლება დარჩნენ პოლიტიკაში ის ადამიანები, რომლებიც მოწადინებულები იყვნენ, რომ ქართველი ხალხი გაეძარცვათ“:
„ლელოდ“ წოდებული ლობისტური კომპანია, რომელიც ანაკლიის პროექტზე პარაზიტირებას ცდილობდა და მიიღწვოდა, რომ ქართველი ხალხისთვის იმ დროინდელი ბიუჯეტის ერთი მეოთხედი გამოეგლიჯა და ჯიბეში ჩაედო, არის პირწმინდად დამარცხებული, არა მხოლოდ ქართველი ხალხისა და „ქართული ოცნების“ მიერ, არამედ საერთაშორისო არბიტრაჟის მიერ.
თამაში დამთავრებულია და ახლა რა მოტივაციით შეიძლება დარჩნენ პოლიტიკაში ის ადამიანები, რომლებიც მოწადინებულები იყვნენ, რომ ქართველი ხალხი გაეძარცვათ, ჩემთვის გაუგებარია. პარტია „ლელო“ აღარ არსებობს“. – განაცხადა ბექა ოდიშარიამ.
ინფორმაციისთვის, საქართველოს მთავრობამ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ ხელშეკრულების შეწყვეტის გადაწყვეტილება 2020 წლის 9 იანვარს მიიღო.
იმავე დღეს, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ ხელმძღვანელმა, ლევან ახვლედიანმა განაცხადა, რომ მთავრობის გადაწყვეტილებას საარბიტრაჟო სასამართლოში გაასაჩივრებდნენ. თუმცა, მ და ბადრი ჯაფარიძემ საქართველოსთან საარბიტრაჟო დავა წააგეს.