ე.წ. „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირის ბრალდებით დაკავებულებს აღმკვეთი ღონისძიების სახით 2-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ

ორივე მათგანი დუმილის უფლებას იყენებს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ კი მომხდარი დანაშაულის დეტალები და აუდიო ჩანაწერები გაასაჯაროვა.
უფლებადამცველებს საქმის მასალები უკვე გადაეცათ. ისინი მათი დაცვის ქვეშ მყოფთა მიმართ წარდგენილ ბრალს არ ეთანხმებიან.
დეტალები იხილეთ ნინი მაისურაძის სიუჟეტში.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი ორი პირი დააკავა. ინფორმაციას ავრცელებს. „ქურდული სამყაროს” წევრობის ფაქტზე დაკავებულია, 1999 წელს დაბადებული წარსულში ნასამართლევი გ.ი., მეტსახელად „ჯავა” ხოლო, „ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერის” ფაქტზე, 2001 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი ნ.ყ.

ასევე დაგაინტერესებთ