მალი უკრაინასთან დიპლომატიურ ურთიერთობას წყვეტს

მალის რესპუბლიკის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ სთან დიპლომატიურ ურთიერთობებს წყვეტს.
მედიის ინფორმაციით, შესაბამისი დოკუმენტი პოლკოვნიკ აბდულაი მაიგას ხელმოწერით, რომელიც მალის მმართველ ხუნტას წარმოადგენს, ქვეყნის მთავრობის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
მაიგას განცხადებით, ბამაკო უკრაინის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს წარმომადგენელს ანდრეი იუსოვს ადანაშაულებს იმის გამო, რომ აღიარა ს როლი იმ დიდ დამარცხებაში, რომელიც სამთავრობო ჯარებმა და რუსული სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დაქირავებულმა მებრძოლებმა ივლისში, მეამბოხეებთან ბრძოლებში განიცადეს. გარდა ამისა, მალის დემარში გამოიწვია სენეგალში უკრაინის ელჩის, იური პივოვაროვის პოზიციამ, რომელმაც მმართველი ხუნტას ოპონენტების ქმედებების მიმართ მხარდაჭერა გამოხატა.
ოფიციალურმა კიევმა და ბამაკომ დიპლომატიური ურთიერთობა 1992 წელს დაამყარეს.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ ჭიაბერაშვილი – სანქციები შეიძლება გავრცელდეს ქართულ ბანკებზე და საფინანსო ინსტიტუტებზე, თუკი ისინი არ დაიცავენ იმ სანქციებს, რომელსაც აშშ აწესებს – ქართული ბაკების დასანქცირება ეკონომიკას სრულიად ჩამოშლის

თინა ბოკუჩავა – ხელისუფლება, რომელიც წინასაარჩევნოდ ოპოზიციის განადგურებას ჰპირდება ხალხს, მტრის წინაშე ბოდიშის მოხდას მოითხოვს და ოპოზიციას, მათ შორის ქალებს ფიზიკურად უსწორდება, უკვე დამარცხებულია

გივი მიქანაძე – პრეზიდენტის მიერ ხაზარაძისა და გახარიას კონსულტაციებისთვის მიწვევა სხვა არაფერია, თუ არა კონსტიტუციით განსაზღვრული ნეიტრალიტეტის დარღვევა – მისი პოზიციონირება შეიძლება შეფასდეს როგორც ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება