საქართველოში ავტოავარიის შედეგად სიკვდილიანობა ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელზე 2.5-ჯერ მეტია

ევროკავშირის რომელი ქვეყნებია ავტომობილის მართვისთვის ყველაზე საშიში – ევროპის სატრანსპორტო უსაფრთხოების საბჭოს (ETSC) უახლესი მონაცემების გაანალიზების შემდეგ, Vignette Switzerland-მა გამოავლინა ქვეყნები, სადაც ყველაზე მეტი ადამიანი დაიღუპა გზებზე მილიონ მოსახლეზე. ამის შესახებ euronews-ი იუწყება.
ათეულშია ისეთი პოპულარული ტურისტული ქვეყნები, როგორებიცაა ხორვატია, პორტუგალია და იტალია.
კვლევის თანახმად, ევროპაში ავტომობილის მართვისთვის ყველაზე საშიში ქვეყანა ბულგარეთია. 2023 წელს ბულგარეთში ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელზე 79%-ით მეტი ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად გარდაცვალების შემთხვევა დაფიქსირდა, გასულ წელს ბულგარეთში 526 ადამიანი დაიღუპა – თითქმის 82 ადამიანი მილიონ მოსახლეზე. ბულგარეთს მოსდევს რუმინეთი, სადაც 2023 წელს გზებზე 1545 ადამიანი დაიღუპა – 81 ადამიანი მილიონ მოსახლეზე.
მესამე და მეოთხე ადგილებზე სერბეთი და ლატვია არიან. იქ საგზაო შემთხვევების შედეგად გარდაცვალება ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელზე 66%-ით მეტია.
ხორვატია მეხუთე ადგილზეა სიკვდილიანობის მაჩვენებლით, რომელიც ევროკავშირის საშუალოზე 56%-ით მეტია, შემდეგ მოდის პორტუგალია 32%-ით და საბერძნეთი 31%-ით. იტალია მეცხრე ადგილზეა 2023 წელს 3 094 გარდაცვალების ფაქტით – ანუ დაახლოებით 54 ადამიანი მილიონ მოსახლეზე. ეს 15%-ით მეტია ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელზე.
ლიეტუვამ 23%-ით მერვე ადგილი დაიკავა, ხოლო 13%-ით მეათეზეა პოლონეთი.
მთლიანობაში ევროკავშირის მასშტაბით (449 მილიონი მოსახლე), 2023 წელს დაფიქსირდა ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სიკვდილის 20 418 ფაქტი, რაც მილიონ მოსახლეზე 45.5 ადამიანს უტოლდება.
რაც შეეხება ევროკავშირის ფონზე საქართველოს მონაცემებს. -ს მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის თანახმად 2023 წელს ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად 442 ადამიანი დაიღუპა. 2024 წელს კი უკვე გარდაცვალების 179 ფაქტი დაფიქსირდა (I კვარტალი -93, II კვარტალი 86). იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს მოსახლეობა 3.7 მილიონს შეადგენს. საქართველოს მონაცემი 2023 წელს იყო დაახლოებით 120 ადამიანი მილიონ მოსახლეზე. რაც ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელზე (მილიონ მოსახლეზე 45 ადამიანის გარდაცვალება) 2.5-ჯერ მეტია.